ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო მოქალაქეებს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევათ | Allnews.Ge

ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო მოქალაქეებს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევათ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე 3 მოქალაქის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება. საუბარია, კაკო აბულაძის, ლუკა აბულაძისა და მამისა აბულაძის კუთვნილ დაახლოებით 4, 882 კვადრატული მეტრის ფართზე.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ჯავახაძის 19 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული, მესაკუთრეებმა უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე უარი განაცხადეს. რისი მიზეზიც ქონების გამოსასყიდ ღირებულებაზე შეუთანხმებლობა იყო.

ბრძანების მიხედვით, მესაკუთრეები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ გამოსყიდვაზე მათი უარის შემთხვევაში სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" მათი საკუთრების ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს მიმართავდა. მესაკუთრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ექსპროპრიაციის შემთხვევაში საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ კონსტიტუციით გარანტირებულ წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას მიიღებდნენ. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz