"საქართველოს ლატარეის კომპანია" იხურება | Allnews.Ge

"საქართველოს ლატარეის კომპანია" იხურება

"საქართველოს ლატარიის კომპანია" იხურება. "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, "ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. "საქართველოს ლატარიის კომპანია," ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს.

"ეროვნულ ლატარეაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარეის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლოტო 6/36-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1 სექტემბრის საღამოს შეწყდება.

"საქართველოს ლატარეის კომპანია" ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. კომპანია ამ დრომდე საქართველოში ლატარეის გამართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. "ლატარეის კომპანიის" 70%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, 30% კი ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას "ლექსორ კაპიტალ კორპორეიშენს" ეკუთვნის.

myquiz