ელენე ხოშტარიას ქონებრივი დეკლარაცია | Allnews.Ge

ელენე ხოშტარიას ქონებრივი დეკლარაცია

დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, პარტია "ევროპული საქართველოს" რიგებიდან, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარიაა. გასული წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ტაბახმელაში 423 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს; ასევე ამავე მისამართზე მდებარე 1 502 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; 180.60 კვ. მეტრის აგარაკს იყალთოში; ამავე მისამართზე მდებარე 5 179 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

დეკლარაციის შევსების მომენტში ხოშტარიას "თი-ბი-სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 1 000 ლარი; "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 100 ლარი ჰქონდა. მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით 100 ლარი ჰქონდა.

მისმა შემოსავალმა "თავისუფალ უნივერსიტეტში" ლექტორობისას 40 000 ლარი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელის თანამდებობაზე კი 24 ათასი ლარი შეადგინა. დეკლარაციის შევსების მომენტში მერობის კანდიდატს ელენე ხოშტარიას "თი-ბი-სი" ბანკში 126 000 დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი ჰქონდა, რომლის გასავალმაც გასულ წელს 126 000 ლარი შეადგინა.

ხოშტარიას ჰყავს მეუღლე - ირაკლი ბერიძე და შვილები - გიორგი გაფრინდაშვილი, ნატალია, კონსტრანტინე და რატი ბერიძეები. დეკლარაციის მიხედვით ხოშტარიას მეუღლე ფლობს 66.43 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომლის მხოლოდ 25% ეკუთვნის მას; მის საკუთრებაშია ასევე 185 კვ. მეტრის, 60 კვადრატული მეტრის, 185 კვ. მეტრისა და 60 კვადრატული მეტრის ფართობის ბინები თბილისში. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz