დღეს სესხის გალარების ბოლო დღეა | Allnews.Ge

დღეს სესხის გალარების ბოლო დღეა

სესხების გალარების პროგრამა დღეს სრულდება. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" "საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ განუცხადა, დღეს არის ბოლო დღე იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დოლარში აღებული იპოთეკური სესხების ლარში გადატანაზე განაცხადი გააკეთონ.

"ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აქტივობა იყო. ამიტომ სჯობს დაველოდოთ პროგრამის დასრულებას და მონაცემებსა და შედეგებზე შემდეგ ვისაუბროთ", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ

გალარების სოციალური პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი პროგრამაა, 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

myquiz