ინდოეთის ერთ-ერთ შტატში უმუშევარ დიპლომიან ახალგაზრდებს 1000 რუპიას უხდიან | Allnews.Ge

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში უმუშევარ დიპლომიან ახალგაზრდებს 1000 რუპიას უხდიან

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა დაუსაქმებელი ადამიანების დასახმარებლად ინოვაციური ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყეს. ანდჰრა-პრადეშის ხელისუფლება დიპლომის მქონე ახალგაზრდა დაუსაქმებელ ადამიანებს თვეში 1000 რუპიას უხდის.

"ეს პროგრამა განათლებულ ახალგაზრდა ადამიანებს მოიცავს, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 22-დან 35 წლებში მერყეობს და მათთვის ფულადი დახმარების გაწევას გულისხმობს, თუმცა, ამით არ სრულდება. ჩვენ მათ უნარების განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ და ამასთანავე ვუმარტივებთ ნებისმიერ კომპანიაზე წვდომას, რომელსაც მათი სტაჟიორად აყვანის სურვილი აქვს ან ვაძლევთ მათ თვითდასაქმების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ 1000 რუპია მხოლოდ 13 დოლარია ეს საკმარისია იმისთის რომ თვეში 50 ულუფა საჭმელი იყიდონ", - განაცხადა ანდჰრა-პრადეშის ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრმა, ლოკეშ ნარამ.

წყარო: world economic forum

myquiz