როგორი უნდა იყოს თქვენი CV 2018 წელს? | Allnews.Ge

როგორი უნდა იყოს თქვენი CV 2018 წელს?

რეზიუმეს შევსება სამსახურის შოვნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მისი სწორად შედგენა კი წარმატებისკენ გადადგმული ერთი არც თუ უმნიშვნელო ნაბიჯი. ახალი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რეზიუმე ჩვენი ანუ სამსახურის მაძიებლების სარკეა, რომელმაც ჩვენი ინტერესები დამსაქმებლის წინაშე უნდა დაიცვას, ჩვენ შესახებ სწორი შთაბეჭდილება შექმნას და საბოლოო ჯამში, ვაკანტური ადგილის მოპოვებაში დაგვეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ რეზიუმე შესაძლოა, არაერთხელ შეგვივსია ჯობს, მაინც დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ აპრობირებული მეთოდი ნამდვილად სწორი და ეფექტური იქნება.

რამდენიმე რჩევა რეზიუმეს სწორად და ეფექტურად შესადგენად

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს დიზაინი მნიშვნელოვანია და შეიძლება, ითქვას ეს პირველია, რასაც რეზიუმეების გადარჩევისას თქვენი პოტენციური დამსაქმებელი ყურადღებს მიაქცევს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ შრიფტს, რომლითაც რეზიუმეს ადგენთ, ეცადეთ, გამოიყენოთ დახრილი ასოები და ბოლდი თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტების გამოსაყოფად და ხაზის გასასმელად. ეცადეთ, თანამედროვე "ფონტი" გამოიყენოთ, რომელიც ლამაზად გამოჩნდება როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდურ ვერსიაში.

ეცადეთ, ისე შეადგინოთ თქვენი რეზიუმე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია დასაწყისშივე იყოს კონცენტრირებული. არ დაგავიწყდეთ, რომ დრო ფულია და დამსაქმებელს თქვენს რეზიუმეზე დამატებითი წუთების დასახარჯად საკმარისი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

რეზიუმეში იმის აღწერა და განმარტება თუ რატომ გსურთ ამ სამსახურის მიღება, რაც დამეთანხმებით, რომ არც ისეთი იშვიათი კითხვაა, გასაუბრებების დროსაც წარსულს ჩაბარდა. ამის ნაცვლად, ეცადეთ, თქვენი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია წამოწიოთ წინა ადგილას, უფრო მეტი ყურადღება სწორედ აღნიშნულ კომპონენტს დაუთმოთ და აჩვენოთ დამსაქმებელს, რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატურა ამ ვაკანტურ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ იმისათვის, რათა დასაქმების ბაზარზე ადგილი იპოვოთ, საუკეთესო რეკლამის გაკეთება უნდა იცოდეთ.

კვლავ დიზაინს რომ დავუბრუნდეთ, ეცადეთ, რეზიუმეს შედგენისას აბზაცები და პუნქტები გამოიყენოთ, რათა თქვენი სათქმელი უფრო თვალსაჩინო გახადოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მსხვილ კომპანიებში იმის გამო, რომ შესაბამისი დეპარტამენტები ყველა ვაკანტურ პოზიციაზე შესული რეზიუმეების წაკითხვას ფიზიკურად ვერ მოახერხებს, პირველად სელექციას სპეციალური პროგრამა საკვანძო სიტყვების საშუალებით ახდენს. შესაბამისად, რეზიუმეების 75%-ს ისე იწუნებენ, რომ მათ ადამიანთა თვალი არც მიკარებია.

რეზიუმეში საკუთარი თავის დახასიათებაც მოგიწევთ. ამ დროს კი უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეში ის უნარები მიუთითოთ, რომელიც კონკრეტულ პოზიციას შეესაბამება. მაგალითად, თუ თქვენ მთავარი ინჟინრის პოზიციაზე არსებულ ვაკანსიას ავსებთ, არავის აინტერესებს რამდენად კომუნიკაბელური ხართ თუ ამ პროფესიისთვის განსაზღვრული კონკრეტული უნარები არ გაქვთ.

myquiz