ინციდენტი 62-ე სკოლაში - ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი | Allnews.Ge

ინციდენტი 62-ე სკოლაში - ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

შარტავას ქუჩაზე მდებარე 62-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექციამ განუცხადა, "უბრალოდ ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც გამორბოდა, მეორე ბავშვის მიერ მოულოდნელად გამოღებულ კარს დაეჯახა, რის შემდეგაც მან დაზიანება მიიღო".

მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის დაზიანების შესახებ იგივე ინფორმაცია აქვთ სასწრაფო დახმარების სამსახურშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, 62-ე სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე, მე-5 კლასელებს შორის ჩხუბის შედეგად დაშავდა.

myquiz