როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - "ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება", - განმარტავენ თსუ-ში.

ახალი სტუდენტური საცხოვრებელი სამი ოთხსართულიანი კორპუსის, საზოგადოებრივ/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობისა და სპორტული მოედნისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 250 777 ლარით დაფინანსდა. საცხოვრებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა.

myquiz