ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლებში 20-წუთიან შესვენებაზე განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge

ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლებში 20-წუთიან შესვენებაზე განმარტებას აკეთებს

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში 20-წუთიანი შესვენების ძირითადი მიზანია, ბავშვებს წახემსების დრო ჰქონდეთ და "ჩქარ-ჩქარა" არ ჭამონ. ჟურნალისტის კითხვაზე - ხომ არ გაუჭირდებათ ბავშვებს დიდი შესვენების შემდეგ, სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ, მინისტრმა განმარტა, რომ ბავშვები აუცილებლად შეძლებენ სასწავლო პროცესში დაბრუნებას.

"ჩვენ როდესც ვსწავლობდით, ვახერხებდით 20-წუთიანი შესვენების შემდეგ სწავლისთვის დაბრუნებას. აუცილებლად შეძლებენ. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახემსებას ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ ჩქარა-ჩქარა არ ჭამონ, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. შესვენების გახანგრძლივების ძირითადი მიზანი ესაა ნელა და მშვიდად წახემსება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

myquiz