09.10.2017 / 14:28
შრიფტის ზომა:

აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, სასწავლო პროცესი კი ხვალაც შეწყვეტილი იქნება, ვიდრე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველა საჭირო პროცედურა არ ჩატარდება.

მისივე თქმით, მწერები გუშინ ბაღის ხელმძღვანელმა შენიშნა.

"ბათუმში, 23-ე საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანა გუშინ დავაფიქსირეთ. ამიტომ, 9-10 ოქტომბერს სასწავლო პროცესი შევწყვიტეთ. სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს", - განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.