11.09.2017 / 17:09
შრიფტის ზომა:

ცნობილია სკოლები, სადაც წელს ვაშლებს დაარიგებენ

სკოლებში "ვაშლების დარიგების" კამპანიისთვის განათლების სამინისტრომ ტენდერი დღეს გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, პირველ ეტაპზე მიმდინარე წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში ვაშლები თბილისის 10 სკოლის, ჯამში 20 ათას მოსწავლეს დაურიგდება.

საუბარია შემდეგ სკოლებზე: თბილისის 161-ე საჯარო სკოლა, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლა; 147-ე საჯარო სკოლა, 180-ე საჯარო სკოლა; თბილის 115-ე საჯარო სკოლა; 166-ე საჯარო სკოლა და გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლა.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნულ სკოლებში ვაშლის დარიგება სამინისტროს 78 ათასი ლარი დაუჯდება. საუბარია, ჯამში 260 ათასი ერთეული ვაშლის შესყიდვაზე.