08.09.2017 / 13:32
შრიფტის ზომა:

როგორ მოვემზადოთ სკოლისთვის 100 ლარიანი ბიუჯეტით?

ზაფხული უკვე მიიწურა. მოსწავლეები 15 სექტემბრისთვის და სკოლის დაწყებისთვის ემზადებიან. მშობლები და ბავშვები სულ უფრო და უფრო აქტიურად ეძებენ ადგილს, სადაც ხარისხიან სასკოლო ნივთებს მათთვის ხელმისაწვდომ ფასად შეიძენენ. სასკოლო ინვენტარის მიმართ რომ ინტერესი განსაკუთრებულად დიდია, ამას მოწმობს თბილისის სავაჭრო ცენტრების ტერიტორიებზე გამართულ სასკოლო ბაზრობებზე მისულ მომხმარებელთა დიდი რაოდენობაც. ასეთი სასკოლო ბაზრობა 5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი: "ისთ ფოინთში", "გლდანი მოლში", "სითი მოლში", "თბილისი მოლში" და "თბილისი ცენტრალში".

სასკოლო ინვენტარის განსაკუთრებულად დიდ არჩევანს სთავაზობს თავის მომხმარებელს წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომლის პროდუქციაც ყველა სასკოლო ბაზრობაზეა წარმოდგენლი და გარდა ამ ლოკაციებისა, ის თავის ყველა ფილიალში სთავაზობს მომხმარებელს სასკოლო ნივთების სრულ ასორტიმენტს.

როგორც აღმოჩნდა, "ბიბლუსში" ყველა სეგმენტზე გათვლილი ფასებია. მაგალითად, სასკოლო პენლების ფასები აქ 3,9 ლარიდან იწყება და იზრდება მისი მოცულობის, შიგთავსის, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით. ასევე, მრავალფეროვანი არჩევანია სახატავი რვეულების კუთხით, რომელთა ფასიც სულ რაღაც 0,95 ლარიდან იწყება. "ბიბლუსი" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილი ესპანური ბრენდის მილანის უმაღლესი ხარისხის საკანცელარიო ნივთებსაც მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტი სწორედ ხარისხია.

შესაბამისად, ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს შეუძლია ბიბლუსის მაღაზიებსა თუ სასკოლო ბაზრობების სტენდებზე მისთვის სასურველი ნივთების შერჩევა და შეძენა.

ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან პატარებიც, რომლებიც წელს პირველად მივლენ სკოლაში და თინეიჯერებიც, რომელთა დიდი ნაწილისთვისაც ეს ბოლო სასწავლო წელია. ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ყველა მშობელსა თუ მოსწავლეს უმეტეს შემთხვევაში წინასწარ გათვალისწინებული, მისთვის ოპტიმალური ბიუჯეტი აქვს. როგორც აღმოჩნდა, პირველი ეტაპისთვის 100 ლარიანი ბიუჯეტი სწორედ ის თანხაა, რომლითაც სასკოლოდ სრულფასოვნად მომზადება არამხოლოდ პატარებს, არამედ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსაც კი შეუძლიათ.

გთავაზობთ, "ბიბლუსის" მაღაზიაში 100 ლარიანი ბიუჯეტით ჩვენ მიერ შერჩეული ნივთების სიას. თუმცა, თქვენ თავადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ასორტიმენტი ასეთი ,ან სხვა მოცულობის ბიუჯეტის ფარგლებში.

R