11.08.2017 / 13:53
შრიფტის ზომა:

ალექსანდე ჯეჯელავა - იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება

საპირფარეშოების თემა არასდროს დამთავრდება, სანამ ყველა დირექტორი არ მიეჩვევა, რომ ეს არის პირველი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრმა დირექტორმა აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად მიიღო და მნიშვნელოვანი ცვლილებებია, თუმცა საჭირო სტანდარტებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

"მეკითხებიან, თუ გავათავისუფლებ დირექტორებს თანამდებობიდან ამ მიზეზით. დიახ, გავათავისუფლებ. რამდენიც გადაწყვეტს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე შეიძლება ენერგიის ან რესურსების ეკონომია, იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება. მადლობა ღმერთს, რომ ბევრმა დირექტორმა ძალიან სერიოზულად მიიღო ეს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, თუმცა ჯერ შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რაც გვჭირდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


  • ტეგები