რას ყვებიან ყოფილი პატიმრები ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებზე" | Allnews.Ge

რას ყვებიან ყოფილი პატიმრები ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებზე"

ჩრდილოთ კორეის საპატიმროებში სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე ამ დრომდეც არაერთხელ გვისაუბრია. ციხეში მოხვედრის შემდეგ, პატიმრებს მონური შრომა ემუქრებათ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. არაადამინაური შრომას მკაცრი მოპყრობა, სრული იზოლაცია და უიმედობის განცდაც ამძიმებს.

Allnews.ge "ბიბისიზე" დაყრდნობით მოგიყვებათ ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკის" ტყვეებზე. ზოგიერთი მათგანი სისტემამ ფსიქოლოგიურად იმდენად გატეხა, რომ განცდილზე უმტკივნეულოდ საუბარი ახლაც უჭირთ.

თუმცა, არიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც არაადამინურ რეჟიმზე საუბარს ბედავენ. მისიონერი კენეტ ბეი, 2012 წლის დეკემბერში, ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის შემდეგ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულეს. მას მყარი დისკი აღმოუჩინეს, რომელზეც რელიგიური სახის მასალები იყო ჩაწერილი.

ამ "დანაშაულისთვის" მისიონერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და კატორღული სამუშაოები მიუსაჯეს. კენეტი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა. გათავისუფლების შემდეგ, მისიონერმა მემუარები გამოაქვეყნა სახელწოდებით: "დავიწყებული არ არის: ჩრდილოეთ კორეაში ჩემი პატიმრობის რეალური ისტორია".

წიგნში ის იხსენებს, რომ პატიმრობის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე მიჰყავდათ დაკითხვაზე, აღნიშნული პროცესი კი დილის 8 საათიდან საღამოს 11 საათამდე გრძელდებოდა. ამ წნეხის ქვეშ მან აღიარებითი ჩვენების უამრავი გვერდი დაწერა.

კატორღული შრომა

ბეი კვირაში ექვსი დღის განმავლობაში ფერმაში მუშაობდა, ძირითადად ქვებს ათრევდა და დილიდან საღამომდე ნახშირს აგროვებდა. მისი ჩვეულებრივი დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. დგებოდა, საუზმობდა, ლოცულობდა, 8 საათის შემდეგ კი, მძიმე სამუშაოს ასრულებდა, რომელიც ყოველგვარი ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე უნდა გაეკეთებინა, მის ერთადერთ დამხმარეთ ამ პროცესში ნიჩაბი ითვლებოდა.

საბოლოო ჯამში "საკონცენტრაციო ბანაკში" 735 დღიანი პატიმრობის დროს, მისიონერმა 27 კილოგრამი დაკარგა. წონის პერმანენტულ კარგვასთან ერთად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დღითიდღე უარესდებოდა, რის გამოც, ექიმის მისაღებში არაერთხელ აღმოჩნდა. გარდა ფიზიკური დატვირთვისა, ბეის ავადმყოფობის მიზეზი იზოლაცია და რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობაც იყო, რომელიც საპატიმროში ყოფნას ურთულებდა.

ბეი იხსენებს, რომ ერთ-ერთი გამომძიებელი განუწყვეტლად უმეორებდა, რომ მისი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა, მათ შორის მეგობრებმა და ხელისუფლებამ. მისთვის იმის თქმაც არ ავიწყდებოდათ, რომ სახლში დაბრუნებას ვეღარასდროს შეძლებდა.

"თავს იმ მწერად ვგრძნობდი ობობის ქსელში რომ გაეხვევა, რაც მეტად ვცდილობდი თავის დაღწევას, მით მეტად ვიხლართებოდი. გამოსავლი არ იყო".

ერთ თვიანი დაკითხვების შემდეგ, მას ოჯახის წევრებისგან შეტყობინების მიღების უფლება მისცეს, თუმცა, ეს  წამებას უფრო ჰგავდა ვიდრე, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაღებულ მოწყალებას. როდესაც მისიონერი ავად გახდა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხელისუფლება, მისი გარდაცვალების შესაძლებლობამ შეაშფოთა. ეს ნამდვილად გამოიწვევდა დიპლომატიურ სკანდალს.

amnesty international-ი ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებს" აუტანლად მკაცრს უწოდებს. "ასობით ათასი ადამიანი (მათ შორის ბავშვები) პოლიტიკური პატიმრებისთვის განკუთვნილ ბანაკებში იმყოფება. ბევრ მათგანს არანაირი კანონი არ დაუღვევია, უბრალოდ ისინი სერიოზული პოლიტიკური დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან"- ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ორგანიზაციამ ერთ-ერთი ბანაკის კოსმოსიდან გადაღებული ფოტო გაანალიზა და აღნიშნა, რომ საპატიმრო, რომელშიც მოცემული მომენტისთვის დაახლოებით, 20 ათასი პატიმარია, ფართობით სამ ვაშინგტონს უდრის.

ერთ-ერთი ყოფილი მარალჩინოსნის თქმით, პატიმრებს მათი საფლავების გათხრას აიძულებენ. სასჯელის სახით გაუპატიურება აქ აპრობირებული მეთოდია, მსხვერპლები კი ხშირ შემთხვევაში უკვალოდ უჩინარდებიან. შესაძლოა წამების ანალოგიური მეთოდების მსხვერპლი გახდა ოტო უორმბირიც, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის ხელისუფლებას აქვს კითხვები: როგორ მოხდა ისე, რომ სტუდენტი კომაში ჩავარდა და რატომ დასჭირდა ჩრდილოეთ კორეას ამის სათქმელად ერთი წელი?

პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, ჩრდილოეთ კორეაში, 21 წლის ამერიკელი სტუდენტი დააკავეს

არის კიდევ ერთი საინტერესო კითხვა: შეუძლიათ თუ არა პატიმრებს ბადრაგებზე გავლენის მოხდენა?

კენეტ ბეი ყვება, რომ ბადრაგი ხშირად ინტერესდებოდა ამერიკაში არსებული ცხოვრების სტილით, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო: მართლა ფლობდნენ თუ არა ამერიკელები საკუთარ სახლებსა და ავტომობილებს.

"თავიდან რთული იყო მათ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა იმისა გამო, რომ ენა ვიცოდი, თანდათანობით რაღაცების მოყოლას ვახერხებდი. ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობას სჯერა, რომ ამერიკელების 99% სიღარიბესა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს"- იხსენებს ბეი.

"მე მათ ვუთხარი რომ ამერიკაში თითქმის ყველას აქვს სახლი და ჰყავს საკუთარი მანქანა, თუმცა, პასუხად მივიღე, რომ ეს შეუძლებელია".

myquiz