კატების პატრონებს 18-20% იშვიათად აღენიშნებათ ინფარქტი და ინსულტი | Allnews.Ge

კატების პატრონებს 18-20% იშვიათად აღენიშნებათ ინფარქტი და ინსულტი

კატებს ადამიანების დაავადებისგან დაცვა შეუძლიათ. მელბურნის უნივერსიტეტის მონაცემებით, კატებთან ფოტოების გადაღება და მათი დათვალიერება დეპრესიას, ნევროზსა და სოციოფობიას შველის. ფოტო მუშაობდა ქრონიკული გახანგრძლივებული სტრესის მდგომარეობაში მცხოვრები ადამიანების შემთხვევაშიც. პაციენტები უფრო სწრაფად გამოდიოდნენ კრიტიკული მდგომარეობიდან.

ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კი დაამტკიცეს, რომ კატის კრუტუნი ტვინში ააქტიურებს სიამოვნების იგივე ცენტრებს, რასაც გემრიელი საკვები ან ალკოჰოლი. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ "ფისომოყვარულთა" შორის ნაკლებადაა ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები. ფინეთსა და ნორვეგიაში ალკოჰოლიზმის სამკურნალო კლინიკებში, ტრადიციულ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, თერაპიის სახით, ხშირად ცხოველებთან ურთიერთობასაც იყენებენ.

ექსპერტებმა ასევე დაადგინეს კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და სახლში შინაური ცხოველის ყოლას შორის. ყველაზე პოზიტიური ეფექტი ამ თვალსაზრისით კატებს ჰქონდათ. მათ პატრონებს 18-20% იშვიათად აღენიშნებოდათ ინფარქტი და ინსულტი.

კატები განსაკუთრებით სასარგებლო მამაკაცებისთვისაა. დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის თანახმად, 85 წლამდე მიღწეული მამაკაცების 70% ჰყავდა კატა. შინაური ცხოველის ყოლა ამცირებს კიბოს განვითარების რისკსაც.

ექიმები ჰიპერტონიკებსა და მეტეოდამოკიდებულებს ურჩევენ ხშირად ეფერონ კატებს. ეს პროცესი აქვეითებს წნევას, ხსნის დაძაბულობასა და სისხლძარღვების სპაზმს.

ლალი ჩხიკვაძე

MKURNALI.GE

myquiz