მეცნიერებმა ახალი პრეპარატი გამოიგონეს, რომლის საშუალებითაც გაირუჯებით ულტრაიისფერი სხივების გარეშე | Allnews.Ge

მეცნიერებმა ახალი პრეპარატი გამოიგონეს, რომლის საშუალებითაც გაირუჯებით ულტრაიისფერი სხივების გარეშე

მეცნიერებმა პრეპარატი შეიმუშავეს, რომელიც მზის მოქმედების იმიტაციას ქმნის. პრეპარატის წყელობით, სხეული მავნებელი ულტრაიისფერი სხივების მიღების გარეშე ირუჯება.

ცდა ადამიანის კანის ნიმუშსა და თაგვებზე ჩატარდა, რომლის დროსაც აშკარად გამოჩნდა, როგორ შეძლო პრეპარატმა კანის "მოტყუება" -  ახალმა პრეპარატმა ორგანიზმს ყავისფერი პიგმენტის გამომუშავება აიძულა.

არსებობს ვარაუდი, რომ მეცნიერების გამოგონება წითური ადამიანების შემთხვევაშიც ეფექტური იქნება, რომლებიც მზეზე, როგორც წესი, იწვებიან.

მასაჩუსეტსის ცენტრალური ჰოსპიტალის მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა კანის კიბოს შემთხვევებს შეამცირებს და დაბერების ხილული ნიშნების გამოვლენასაც კი შეანელებს.

myquiz