ოკეანეები პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით არის სავსე | Allnews.Ge

ოკეანეები პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით არის სავსე

მსოფლიოში დაახლოებით, სამი მილიარდი ადამიანი ცილებს ძირითადად ზღვის პროდუქტებისგან იღებს. ჰაერში ჟანგბადის 70% კი ზღვის მცენარეებისგან გამომუშავდება. ამასთან, დედამიწა წყლით უმეტესწილად სწორედ ოკეანეებიდან მარაგდება. შესაბამისად, ოკეანეები ჩვენი პლანეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ.

თუმცა, გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ოკეანეების დიდი ნაწილი პოლიეთილენის პარკებითა და პლასტმასის ბოთლებითაა სავსე. ამასთან, გლობალური დათბობა ოკეანეებში ყინულის დნობას იწვევს, რაც წყალქვეშა სამყაროს საფრთხეს უქმნის.

როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა? კარგია რომ ოკეანეების პრობლემა, როგორც იქნა მსოფლიოში თანდათან უფრო აქტიურად განიხილება. იმართება კონფერენციები, ეწყობა დისკუსიები, იღებენ გარკვეულ რეგულაციებს ოკეანეების გადასარჩენად. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და თითოეული მკვიდრი უნდა ეცადოს შეცვალოს ვითარება ამ კუთხით.

გთავაზობთ ხუთ რჩევას, თუ როგორ უნდა დავიცვათ ზღვები და როგორ ვიხსნათ ოკეანეები დაბინძურებისგან:

1. არ გამოიყენოთ პლასტმასის და პოლიეთილენის შეფუთვები

ყოველწლიურად, ოკეანეებში რვა მილიონზე მეტი ტონა პოლიეთილენის ნარჩენი ხვდება, რაც საფრთხეს უქმნის წყალქვეშა სამყაროს, ეს კი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ტოქსიკური ნივთიერებები, რასაც პოლიეთილენი შეიცავს, შემდეგ ზღვის პროდუქტებში იბუდებს, რითიც ვიკვებებით. სპეციალისტების თქმით, ტენდენცია თუ შენარჩუნდა, 2050 წლისთვის ზღვებში უფრო მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი.

მალე ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენი იქნება, ვიდრე თევზი

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, დედამიწაზე დაახლოებით, 300 მილიონ ტონა პოლიეთილენის შეფუთვას იყენებენ. აქედან 50%-ს ადამიანები მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის მოიხმარენ.

ამგვარად, ადამიანებმა უბრალოდ უარი უნდა ვთქვათ პოლიეთილენზე და გამოვიყენოთ მუყაოს ან მინის კონტეინერები.

მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი ბაქტერია აღმოაჩინეს

2. შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა

ოკეანეებში პოლიეთილენის გარდა, უამრავი სხვა ნივთი გვხვდება ნარჩენის სახით. სპეციალისტების თქმით, მათი მოცულობა წელიწადში დაახლოებით, 6 მილიონი ტონაა.

თუ გვინდა რომ ოკეანებიის გადარჩენაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მაშინ ვკითხოთ საკუთარ თავს - გვინდა ამდენი ფეხსაცმელი? ჩავიცვამთ ყველას? ან საჭიროა ერთდროულად გვქონდეს მობილური ტელეფონი, ტაბლეტი, ლეპტობი და პერსონალური კომპიუტერი? ხშირ შემთხვევაში, ამის საჭიროება არ არსებობს, საბოლოოდ კი ამდენი უსარგებლო ნივთი ნარჩენების სახით მდინარეებში, შემდეგ ზღვებსა და ოკეანეებში იდებს ბინას.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თუ რაიმე ნივთს არ ვიყენებთ, ვაჩუქოთ ის მას, ვისაც სჭირდება, მაგალითად ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა. ასევე თუ ტელევიზორი გაგვიფუჭდა, გადაგდებისა და ახლის ყიდვის ნაცვლად შევაკეთოთ.

3. ჭამეთ ნაკლები თევზი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში თევზის მოხმარება 32%-ით აჭარბებს სასურველ ლიმიტს.

ისეთი სახეობის თევზის რაოდენობა როგორიცაა ვირთევზა, ვეშაპი, პატუსი და ტუნა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. რა არის გამოსავალი? გამოსავალი არის ერთადერთი - ვჭამოთ ნაკლები თევზი, ან უპირატესობა მივანიჭოთ არა ზღვისა და ოკეანის თევზს, არამედ ფერმებში გაზრდილ და ისეთ თევზს, რომელთა რაოდენობა შედარებით დიდია.

4. შეამცირეთ ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდა გლობალური ტემპერატურის მატებასა და ოკეანეების დათბობას იწვევს. ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირება შეიძლება ცოტა რთულად ჟღერდეს, თუმცა, ადამიანებს ეს შეგვიძლია, თუ:

- ნაკლებს ვივლით ავტომობილით.

- ვეცდებით ვიყიდოთ ადგილობრივი წარმოების საკვები. უფრო მეტი ბოსტნეული და ხილი და არა ხორცი და თევზი.

- შევამცირებთ წყლის, ელექტროენერგიის მოხმარებას და სახლში დავაყენებთ ენერგოეფექტურ ნათურებს. შევამცირებთ ელექტრომოწყობილობების მოხმარების სიხშირეს.

როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია?

4. რამდენად "მწვანეა" თქვენი შინაური ცხოველი

თუ სახლში კატა ან ძაღლი გყავთ, გაითვალისწინეთ რომ მათმა საკვებმა და ნარჩენებმაც, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ოკეანეებზე.

2008 წლის კვლევა გვიჩვენებს, რომ შინაური ცხოველები წლის განმავლობაში 2,48 მილიონ ტონა თევზს მიირთმევენ. ისინი ძირითადად იმ სახეობის თევზით იკვებებიან, რომელიც ოკეანეში მობინადრე ზღვის ცხოველების საკვები მთავარი წყაროა.

ერთი შეხედვით, შეიძლება ეს რჩევები განსახორციელეებლად რთული იყოს, მაგრამ თუ ჩვენ გავიაზრებთ პრობლემას, და დავიწყებთ ქმედებას, სასურველი შედეგი - ოკეანეების გადარჩენა - მიღწევადი გახდება.

ასე რომ დროა იმოქმედოთ! ოკეანეები გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ არსებული ვითარება.

 

მომზადებულია World Economic Forum-ის მიხედვით

myquiz