5 მიზეზი, რომლის გამოც სექსზე სულ უფრო ხშირად ვამბობთ უარს | Allnews.Ge

5 მიზეზი, რომლის გამოც სექსზე სულ უფრო ხშირად ვამბობთ უარს

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ადამიანების სექსუალური აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მოცემულ მომენტში ჩვენ სექსუალური აქტივობის თვალსაზრისით, ყველაზე თავისუფალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ახალმა ტექნოლოგიებმა ახალი შესაძლებლობებისკენ გაგვიკვალა გზა, საუკუნის წინ ხომ ადამიანებს არც კონტრაცეპტივები და არც გაცნობის საიტები ჰქონდათ.

სექსუალურმა რევოლუციამ თანდათანობით ბევრი სოციალური ნორმების ცვლილება გამოიწვია და მოსახლეობა უფრო მეტად ტოლერანტული გახადა განქორწინების ფენომენისა და ქორწინებამდე სექსის მიმართ.

ამ ფონზე პარადოქსულად ჩანს იმ კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ დღეს უფრო იშვიათად ვკავდებით სექსით.(საშუალო მაჩვენებელმა 15%-ით იკლო). სექსუალური აქტივობის კლება თანაბრად შეინიშნება სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანებში, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი დაქორწინებულ ადამიანებს შორისაა.

სექსუალური აქტივობის კლება მსოფლიოში ყველაზე მკვეთრად იაპონიაში შეინიშნება, სადაც 16-დან 25 წლამდე ქალების 46% და მამაკაცების 25% სექსს სკეპტიკურად უყურებს.

რატომ ვამბობთ სექსზე უარს სულ უფრო ხშირად? - ამას შესაძლოა ლოგიკური ახსნაც ჰქონდეს.

1. პორნოგრაფია

პირველი მიზეზი, შესაძლოა ტექნოლოგიის განვითარება იყოს, რომელმაც პორნოგრაფია სულ უფრო ხელმისაწვდომი გახადა, სოციალურმა ქსელებმა კი მისი მომხმარებლების წრე სულ უფრო გააფართოვა. ონლაინ-პორნოგრაფიის პოპულარობის ზრდამ, მკვლევარებს საფუძველი მისცა პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობად შეეფასებინათ.

პორნოგრაფიით გატაცება რეალურ ცხოვრებაში სექსს ანაცვლებს და მნიშვნელოვნად ამცირებს სექსუალური აქტივობის სურვილს საძინებელში.

პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება იწვევს ისეთ ფსიქიკურ დაავადებებს, როგორიც სექსუალური ანორექსია და პორნოგრაფიით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციაა.

2. სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები კიდევ ერთი მიზეზია, რომელიც პარტნიორებს ხშირ სექსუალურ ცხოვრებაში უშლის ხელს. თუ ადრე მკვლევარები ამტკიცებდნენ, რომ საძინებელ ოთახში ტელევიზორის დამონტაჟებით, სექსუალური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა, ახლა იმავეს თქმა "ფეისბუქზე", "ტვიტერსა" და "ინსტაგრამზეც" შეიძლება.

აღნიშნულ მოსაზრებას ყველა მკვლევარი არ ეთანხმება. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონები ადამიანს საკმაოდ ბევრ დროს ართმევს, გაცნობის ისეთმა საიტებმა, როგორიც გრაინდერი და თინდერ-ია სექსი უფრო მისაწვდომი გახადა.

3. სამსახური

სექსუალური აქტივობის კლების კიდევ ერთ ფაქტორად, დატვირთულ სამუშაო გრაფიკსა და მასთან დაკავშირებულ სტრესს და დაღლილობას მიიჩნევენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ცალკე აღებული სამსახური არ შეიძლება მივიჩნოთ სექსუალური აქტივობის კლების ცალსახა და ერთადერთ მიზეზად. 1998 წელს, სამი მკლევარის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, რომ სექსუალური აქტების სიხშირე დიახლისებსა და დასაქმებულ ქალებს შორის, დიდად განსხვავებული არ არის. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამსახური რომელიც სიამოვნებას არ გვანიჭებს, ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს, რაც გავლენას სექსუალურ ცხოვრებაზეც ახდენს.

4. სტრესი

სექსუალური აქტივობის კლების მთავარ მიზეზად ყველაზე ხშირად სტრესს მიიჩნევენ. 2010 წელს, გი ბოდენმენი და მისი კოლეგები ციურიხის უნივერსიტეტიდან, სამი თვის განმავლობაში, 103 შვეიცარიელი სტუდენტის ქცევას აკვირდებოდნენ, რის შედეგადაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მაღალი იყო სტრესის დონე, მით ნაკლები იყო სექსუალური აქტივობა.

5. თანამედროვე ცხოვრება

სხვა მრავალი მიზეზის პარალელურად, რომელიც სექსუალურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, მკვლევარები ფსიქიკურ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერების განცდას გამოყოფენ. უკანასკნელ პერიოდში, დასავლეთის საზოგადოებს ეპიდემიასავით მოედო ფსიკიკური აშლილობა, დეპრესია და განგაშის შეგრძნება. მრავლობითი კვლევა ცხადყოფს, რომ დეპრესია მნიშვნელოვნად აქვეითებს სექსუალურ ლტოლვას.

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ სტაბილური სამსახურისა და საცხოვრებლის პრობლემა, გლობალური კატასტროფების შიში და დიდ ქალაქებში მარტოსული ცხოვრება, ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ცხოვრება ადამიანის სექსუალურ ლტოლვას აქვეითებს.

myquiz