12 ფრაზა, რომელიც ჭარბწონიან ადამიანს არ უნდა უთხრათ | Allnews.Ge

12 ფრაზა, რომელიც ჭარბწონიან ადამიანს არ უნდა უთხრათ

ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმრავლესობა ახლობლებისგან მუდმივად განიცდის ზეწოლას და მათი დიდი ნაწილი, რომლებიც გახდომას ვერ ახერხებს, მიუთითებს გარშემომყოფების უარყოფით როლზე. თუ ნამდვილად გსურთ დახმარება, შეეცადეთ დაარწმუნოთ ადამიანი, რომ მიმართოს ექიმს, რადგანაც სიმსუქნე სერიოზული დაავადებაა.

1. "შენთვის ეს ალბათ არ შეიძლება"

ეს არის უტაქტობისა და სხვის პირად სივრცეში ჩარევის მაგალითი.

2. "უკვე ორი კვირაა ხდები და შედეგი არ ჩანს"

გახდომის მსურველების ერთ-ერთი შეცდომა, ახლობლებისთვის გახდომის პროგრამის სტარტის შესახებ შეტყობინებაა. აუცილებლად მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც გეტყვიან: "ერთი ნაჭერი შეიძლება" ან "რაღაც არ გეტყობა, რომ ხდები". ფიზიოლოგიურია წონაში ნელი ტემპით კლება. როდესაც სხეულის ჭარბი მასაა, პროცესი ნელა მიდის და საკმაოდ დიდხანს არ ჩანს ვიზუალური შედეგი.

3. სხვისი მაგალითის მოტანა.

ამით იგულისხმება, რომ სხვამ შეძლო ის, რაც თქვენი ახლობლისთვის შეუძლებელია. ასეთ შემთხევაში აჩვენეთ წარმატებული მაგალითის სურათი, რომელმაც შეიძლება მიიპყროს ყურადღება და აღარ ექნება სხვა ადამიანთან შედარების შედეგად პიროვნების გაუფერულებას ადგილი.

4. "არ გეშინია, რომ მიგატოვებს?"

უხეში ჩარევაა პირად ცხოვრებაში და ჩვეულებრივი უტაქტო საქციელია.

5."არაფერი გამოგივა"

მსუქანი ადამიანი, ყველაზე ხშირად, საკუთარი თავისადმი რწმენის დეფიციტს განიცდის.

6."რად გინდა გახდომა, ისედაც კარგი ხარ"

ასეთი ფრაზა ადამიანის დემოტივაციას გამოიწვევს.

7."ყველა ექიმი ამბობს, რომ დიეტა მავნებელია"

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ასეთ ადამიანს აქვს კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია -დიეტა.

8."კარგი სამოსია, გახდუნებს და უკანალსაც გიფარავს"

"კარგად გამოიყურები და გიხდება" - თითქოს იგივე ფრაზაა, ნაკლოვანებაზე ყურადღების გამახვილების გარეშე. არსებობენ ადამიანები, რომელთაგან ამის მოსმენა განსაკუთრებით მტკივნეულია, მაგალითად ქმრის ნათესავები.

9."ფიტნეს-კლუბის ფასდაკლების ბარათი შემიძლია დაგითმო"

არ იფიქროთ, რომ ადამიანი ვაკუუმში ცხოვრობს. აქციები, ფასდაკლებები, კორპორატიული ტარიფები და სხვა შემოთავაზებები მრავლადაა. თუ ადამიანს ვარჯიში უნდა, დაიწყებს ფასდაკლებისა და აქციის გარეშე. ამის მიზეზი მაღალი ფასი კი არა, სიზარმაცე, სიმორცხვე და უნებისყოფობაა.

10."სპორტის გარეშე არაფერი გამოვა"

კარგია სპორტის ჩართვა, მაგრამ თუ ადამიანმა კვების რეჟიმის შეცვლა მოახერხა, ეს უკვე სერიოზული ნაბიჯია. ფიზიკური აქტივობა ძალიან დიდ ენერგოდანახარჯებს მოითხოვს და ვარჯიშის შემდეგ გინდება ჭამა. თუ ადამიანი თავს გაართმევს კვების რეჟიმს, დაინახავს შედეგს, სპორტის ჩართვის სურვილი აუცილებლად გაჩნდება.

11. "ვერაფერს შეცვლი კუჭის რეზექციის გარეშე"

ამ ფრაზას მორბიდული სიმსუქნის მქონე პაციენტები ხშირად ისმენენ ექიმებისგან. ამის შემდეგ ირთვება "დაბლოკვის რეჟიმი" - "თუ არაფერი მეშველება, აღარც ვეცდები". ოპერაციაზე კი ყველას არ შეუძლია დათანხმება, პირდაპირი ჩვენებების დროსაც კი.

12."არავითარი დიეტა, უბრალოდ, ნაკლები უნდა ჭამო"

მილიონობით ადამიანს ამის გაკეთება და სწორი კვების ჩვევის ჩამოყალიბება უბრალოდ არ შეუძლია.

myquiz