მეცნიერებმა ნეპტუნის მსგავსი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა ნეპტუნის მსგავსი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა სრულიად ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ნეპტუნს ჰაგავს. მკვლევართა მოსაზრებით, ამ აღმოჩენას პლანეტების შესახებ ფუნდამენტური კითხვებისთის პასუხის გაცემა შეუძლია.

ახალი პლანეტა დედამიწიდან 430 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და აქვს ატმოსფერო, რომელიც მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება.

პლანეტა, რომელსაც მკვლევარებმა HAT-P-26P დაარქვეს, ზომით ნეპტუნს უტოლდება, თუმცა მასზე გაცილებით მაღალი ტემპერატურაა.

მეცნიერთა მოსაზრებით, პლანეტას შეუძლია, მზის სისტემის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარერბის ეტაპებს ნათელი მოჰფინოს.

ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ სინგის თქმით, რომლის გუნდიც ნასას მეცნიერებთან ერთად, აღნიშნული პლანეტის დეტალურ კვლევას აწარმოებს, ეს ამაღელვებელი ახალი აღმოჩენა ცხადჰყოფს, რომ ეგზოპლანეტების ატმოსფეროებს იმაზე დიდი მრავალფეროვნება აქვს, ვიდრე მკვლევარებს ამ დრომდე შეეძლოთ, ევარაუდათ.

myquiz