კლიმატის ცვლილება ღვინის ინდუსტრიაზე უარყოფითად აისახება | Allnews.Ge

კლიმატის ცვლილება ღვინის ინდუსტრიაზე უარყოფითად აისახება

როგორ იმოქმედებს გლობალური დათბობა ღვინოზე და როგორ შეიძლება ინგლისი და კანადა ღვინის მთავარ მწარმოებლებად იქცნენ. ამ თემასთან დაკავშირებით მკვლევარები რამდენიმე შემაშფოთებელ ცნობას ავრცელებენ:

• მკვლევარების აზრით, დაზარალდება 131 ქვეყნის 7500 რეგიონი

• არგენტინის ორი რეგიონი ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა მსოფლიოში

• მოვლენები, როგორებიცაა ყინვა, სეტყვა, ტყის ხანძრები, მიწისძვრები, გვალვა და წყალდიდობა, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიას წელიწადში 10 მილიარდ დოლარს აკარგვინებს

• კლიმატის ცვლილება იმოქმედებს ღვინის ინდუსტრიაზე და მწარმოებელი რეგიონები ჩრდილოეთით და სამხრეთით გადაინაცვლებს, ეკვატორთან ახლოს მდებარე რეგიონები კი ღვინისთვის საერთოდ დაიკარგება.

ყოველწლიურად მსოფლიო ღვინის ინდუსტრია 10 მილიარდამდე დოლარს კარგავს. ამის მთავარი მიზეზებია მეტეოროლოგიური მოვლენები და ბუნებრივი კატაკლიზმები, როგორებიცაა ყინვა, სეტყვა, გვალვა და ტყის ხანძრები. მეცნიერებმა გამოითვალეს, თუ რა დონეზე დაზარალდება 131 ქვეყნის 7500 რეგიონი და როგორ იმოქმედებს ზოგადად გლობალური დათბობა ღვინის ინდუსტრიაზე.

მათ გამოსცეს მსოფლიო რუკა, რომელზეც ნაჩვენებია, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არგენტინის ორი რეგიონია მოქცეული. ესენია მენდოსა და სან ხუანი.

მთავარი დაზარალებულები:

1. მენდოსა და სან ხუანი - არგენტინა

2. კახეთი და რაჭა - საქართველო

3. კაჰული (სამხრეთი ნაწილი) - მოლდოვა

4. სლოვენია (პრიმორიე - დასავლეთი)

5. იარაკის ველი - ეკვადორი

6. ნაგანო - იაპონია

ევროპელი და ავსტრალიელი მეცნიერებისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯეიმს დენიელი ედგა, ჩაატარა კვლევა და შედეგი წარადგინა ვენაში გამართულ ევროპული გეო-მეცნიერებათა კავშირის ყოველწლიურ კონფერენციაზე.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ზემოთნახსენები არგენტინული რეგიონების შემდეგ, ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა საქართველო და მისი ორი მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონი - კახეთი და რაჭა, მათ მოჰყვება მოლდოვური კაჰული, სლოვენიის ჩრდილოდასავლეთი, ეკვადორის იარუკი და იაპონიის ნაგანო. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz