ბიოლოგის რჩევები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით | Allnews.Ge

ბიოლოგის რჩევები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით

დათბობასთან ერთად ერთად, მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა ემატება - ქვეწარმავლები. პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენს შეკითხვებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დავით თარხნიშვილი პასუხობს:

- თბილისში უმეტესწილად რომელ გველს პოულობენ?

- თბილისელები ყველაზე ხშირად პოულობენ გველხოკერას, რომელიც სრულიად უვნებელია, ადამიანის კბენას არც ცდილობს. ეს დიდი, ყავისფერი ქვეწარმავალია, სადღაც ერთი მეტრი სიგრძისა და აბსოლუტურად უვნებელი. ასევე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი ანკარა და რამდენიმე სახეობის მცურავი, პანიკაც სრულიად უსაფუძვლოდ იქმნება ხოლმე.

რა თქმა უნდა, არსებობენ შედარებით აგრესიული გველებიც - მაგალითად, ასეთია წითელმუცელა მცურავი, რომელსაც ხალხში წითელ გველს უწოდებენ. მისი სიგრძე დაახლოებით 1,5 მეტრია, მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობა აქვს ან თითქმის შინდისფერია. როგორც წესი, თუ შეგხვდებათ, ხმამაღლა სისინებს და კბენას ცდილობს, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა, რომ თავი დაიცვას. სინამდვილეში ეს სახეობაც არ არის სახიფათო, მაგრამ თავისი აგრესიული ქცევით ცდილობს მტრისგან თავის დაზღვევას.

გველი არასოდეს გამოგეკიდებათ, თუ არ მიხვალთ, არ შეეხებით ან ფეხს არ დააბიჯებთ.

თუ ეზოში ან სახლში ნახავთ, უნდა მისცეთ საშუალება, რომ თავისით გავიდეს თქვენი სახლიდან, ახლოს არ მიხვიდეთ და არ შეეხოთ.

დავუშვათ, ადამიანმა დააბიჯა გიურზას და გიურზამაც უკბინა. ამ შემთხვევაში სამი უმნიშვნელოვანესი ხერხი უნდა გამოვიყენოთ: პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიყვანოთ საავადმყოფოში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაკბენილმა ადამიანმა ბევრი არ იმოძრაოს, რადგან გიურზას შხამმა სისხლის შედედება და თრომბი შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, გველისგან დაკბენილმა რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა მიიღოს, რომ ამ გზით თირკმლები გამოირეცხოს. როგორც წესი, შხამი თირკმლებში ილექება და მათი გასუფთავება აუცილებელია. ეს არის სამი ძირითადი წესი, რომელიც უნდა დაიცვას ადამიანმა, თუ მას შხამიანმა გველმა უკბინა.

პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს

- როგორ გავარჩიოთ, ქვეწარმავალი მართლა შხამიანი იყო თუ არა?

- შხამიან გველს აქვს ორი შხამიანი კბილი და ნაკბენის ადგილზე ორი წითელი, მკვეთრად გამოკვეთილი წერტილი ჩნდება, თუ ასეთი წერტილები მოჩანს, ესე იგი, გველი შხამიანი იყო, მაგრამ თუ ასეთი რამ არ ჩანს და მხოლოდ კანია გაკაწრული, მაშინ უშხამო გველი ყოფილა, უშხამო გველის ნაკბენი კი საშიში არ არის, არც მის ნაკბენს სჭირდება დიდი მკურნალობა. ეს იგივეა, რომ ხელი გაიკაწროთ, ამ დროს იოდიც რომ წაისვათ, არაფერი დაგიშავდებათ, რადგან მის ნაკბენში საშიში არაფერია. საქართველოში ძალზე იშვიათია შხამიანი გველის ნაკბენით გამოწვეული ლეტალური შემთხვევები, მაგრამ ის მაინც ყველას აშინებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შიში მეტწილად უსაფუძვლოა. იხილეთ სრული ვერსია

myquiz