რა ხდება ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებში" - ყოფილი მცველის აღიარება | Allnews.Ge

რა ხდება ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკებში" - ყოფილი მცველის აღიარება

ჩრდილოეთ კორეის "საკონცენტრაციო ბანაკების" ათასობით პატიმარი, ცემის, სიკვდილით დასჯის, შიმშილისა და გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მსგავსი საპატიმროს მცველი, ლიმ ჰი ინი, daily mail-სთან ინტერვიუში ყვება. აღნიშნულ საკითხზე საუბარი მან ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდი დაპირისპირების ფონზე გადაწყვიტა.

ლიმ გაიხსენა ფაქტები, რომლებიც ადამიანების დაწვას, თავის მოკვეთას და სიკვდილის განაჩენის სხვა ხერხებით აღსრულებას გულისხმობს.

უკანონო წვრთნების გამო ლიმ ჰი საპატიმროში მცირე პერიოდით თავადაც აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიის დატოვება მოახერხა. ამჟამად ის სეულში ცხოვრობს.

"გვაჩვევდნენ, რომ არანაირი თანაგრძნობა არ გაგვჩენოდა და, მით უმეტეს, გამოგვეჩინა პატიმართა მიმართ. გვეუბნებოდნენ, რომ მათ საშინელი დანაშაული ჩაიდინეს. ახლა ვიცი, რომ ისინი ჩვეულებრივი, უდანაშაულო, ადამიანები იყვნენ, ამიტომ დანაშაულის გრძნობა მაწუხებს", - ამბობს ლიმ ჰი ინი.

ყოფილმა მცველმა გაიხსენა ფაქტი, როდესაც ძმებმა საპატიმროდან გაქცევა მოახერხეს, ხელისუფლებამ კი სანაცვლოდ მათი ოჯახის 7 წევრი სიკვდილით დასაჯა.

"საბოლოო ჯამში ძმები დაიჭირეს და ბანაკში დააბრუნეს. ისინი ქვებით ჩაქოლეს, ამაში მონაწილეობის მიღება კი სხვა პატიმრებსაც აიძულეს, შემდეგ კი მათ თავი მოჰკვეთეს. ეს ყველაფერი სხვა პატიმართა გასაფრთხილებლად და დასაშინებლად გაკეთდა", - იხსენებს ლიმ ჰი.

ასეთი შემთხვევა მრავალია და ყველაზე ცუდი ის არის რომ, როგორც ჩანს, დაცვის წევრები ბრძანების შესრულებისას ცდილობენ, პატიმრები ადამიანებთან არ გააიგივონ და ამით დანაშაულის გრძნობა ოდნავ მაინც შეიმსუბუქონ.

"თავს დამცირებულად და მოტყუებულად ვგრძნობ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მართლა გვატყუებდა. გვეუბნებოდნენ, რომ პატიმრები ადამიანებად არ აღგვექვა. ტრავმირებული ვარ", - ამბობს ლიმ ჰი.

მსგავს ბანაკებში ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება და დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ატანა ახლაც უწევს.

myquiz