ჩინელ რეპორტიორს პირდაპირ ეთერში მეხი დაეცა | Allnews.Ge

ჩინელ რეპორტიორს პირდაპირ ეთერში მეხი დაეცა

ჩინელ რეპორტიორს პირდაპირ ეთერში მეხი დაეცა. შემთხვევა ქალაქ დალიანში მოხდა.

ქუჩიდან მაყურებლისთვის ამინდის პროგნოზის გაცნობისას, ჟურნალისტს მკლავზე მეხი დაეცა. კადრებში ჩანს, როგორ დაიყვირა ჟურნალისტმა და ქოლგა ხელიდან სასწრაფოდ გააგდო. მოგვიანებით, Dalian TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რეპორტიორმა აღნიშნა, რომ მეხის დაცემის მომენტში ხელი გაუშეშდა.

რეპორტიორს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. მას მეხის დაცემის შედეგად ხელი აქვს დამწვარი.

myquiz