რატომ ამსგავსებენ ახალ ფორაში გამოწყობილ "მაკდონალდსის" თანამშრომლებს კიმ ჩენ ინს | Allnews.Ge

რატომ ამსგავსებენ ახალ ფორაში გამოწყობილ "მაკდონალდსის" თანამშრომლებს კიმ ჩენ ინს

"მაკდონალდსის" ტრადიციული, წითელ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი, უნიფორმა წარსულს უნდა ჩაბარდეს- ყოველ შემთხვვევაში, ასე  კომპანიის მარკიტინგის სამსახურში გადაწყვიტეს და საზოგადოებას ახალი რუხი ფერის ფორმები შესთვააზეს, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთ რამეზე საზოგადოება კი ნამდვილად შეთანხმდა - ისინი ფანტასტიკის ჟანრის რომელიღაც გმირებს ჰგვანან.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან აშკარაა, რომ მომხმარებელმა მაკდონალდსის ახალ უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები "ვარსკვლავური ომების" ბოროტმოქმედებსა და "შიმშილის თამაშების" მთავარ გმირებს შადარეს.

ზოგიერთი მათგანის ფანტაზია იმდენად შორს წავიდა, რომ თანამშრომლების გარეგნობაში ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის, იერიც კი ამოიცნეს.

მიუხედავად ამისა, სწრაფი კვების გიგანტის გადაწყვეტილების თანახმად, მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით 14 ათას რესტორანში სწორედ ამ რუხ ტანისამოსში გამოწყობილი 850 ათასი ოპერატორი მოემსახურება. გამოკითხვის მიხედვით, მომსახურე პერსონალის 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ახალი ტანისამოსი თანამედროვეობის სტანდარტებს უპასუხებს.

Independent

myquiz