შავი თუ მწვანე ჩაი - რომელია უფრო სასარგებლო | Allnews.Ge

შავი თუ მწვანე ჩაი - რომელია უფრო სასარგებლო

მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. "დემენციის გენის" არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.

ჩაიში ბევრი კატექინი და თეაფლავინია, რომლებსაც ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ექსპერტების თქმით, მათ შეუძლია ტვინის დაცვა სისხლძარღვების დაზიანებისა და ნეირონების დეგენერაციისაგან.

მეცნიერებმა 12 წლის განმავლობაში 55 წლის ზემოთ ასაკის, 957 ადამიანის ჩაის მოხმარების დონე გააანალიზეს. ყოველ 2 წელიწადში ფასდებოდა მოხალისეების კოგნიტიური მაჩვენებლები, ცხოვრების წესი, სამედიცინო გადახრები და ფიზიკური აქტივობა.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად სვამდნენ ჩაის, უკეთესად უმკლავდებოდნენ კოგნიტიურ ტესტებს. მეცნიერები ყავის სასარგებლო თვისებებზეც მიუთითებენ, რომელიც ასევე აქვეითებს დემენციის რისკს.

myquiz