ქალები და კაცები სექსს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ამჯობინებენ | Allnews.Ge

ქალები და კაცები სექსს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ამჯობინებენ

სპეცილისტებმა 2300 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი კი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები, სექსუალური თვალსაზრისით, დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.

მამაკაცები სექსზე ფიქრობენ დილიდანვე, ქალებს კი სექსუალური აქტივობის დონე დღის განმავლობაში ეზრდებათ და საღამოს აღწევს პიკს. მამაკაცების მხოლოდ 16%-ს სურს სექსი ძილის წინ.

სქესობრივი აქტივობის დონე კვირის განმავლობაშიც განსხვავებული იყო. მამაკაცების ნახევარზე მეტს სქესობრივი ლტოლვა მუდმივად ჰქონდა, ხოლო ქალების 36%-ში ის განწყობაზე იყო დამოკიდებული.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას უკავშირებენ ისეთ პარტნიორებს, რომელთა სექსუალური ლტოლვა მათსას ემთხვევა. ქალების 2/3-მა და მამაკაცების ნახევარმა აღნიშნა, რომ იმდენი სექსი უნდათ, რამდენიც მათ პარტნიორს.

ლალი ჩხიკვაძე

 

Men And Women Prefer Sex At Different Times Of Day, Study Finds

myquiz