დემნა გვასალიას ახალ ჯინსის შარვალს უკანა მხარეს ელვა შესაკრავი აქვს | Allnews.Ge

დემნა გვასალიას ახალ ჯინსის შარვალს უკანა მხარეს ელვა შესაკრავი აქვს

დიზაინერმა დემნა გვასალიამ, Vetements-ის ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია შექმნა. ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელმაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ჯინსის შარვალია, რომელიც გვასალიამ Levi’s-ისთან ერთად შექმნა.

შარვალი, რომელსაც წინა და უკანა მხარეს ელვა შესაკრავები აქვს, 1449,31$ ღირს.

"უარყოფითი გამოხმაურებები პროდუქციის რეალიზაციის ზრდას შეუწყობს ხელს,"- წერს Vogue.

"მოდა ხანდახან უცნაურ რაღაცებს გვთავაზობს, მივყვებით თუ არა მის ტენდენციებს, უკვე ჩვენი გადასაწყვეტია, თუმცა რომელი ბრენდი ახერხებს გამუდმებით ჩვენს დაბნევას? Vetements, ოჰ, Vetements-ი..." - წერს Refinery 29.

Vetements -ის ახალი კოლექციის შექმნის დროს, გვასალია Levi’s-ის გარდა, ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა Hanes, Manolo Blahnik და სხვა.

myquiz