რამდენ ხანს შეიძლება ენდროთი შეღებილი კვერცხის შენახვა | Allnews.Ge

რამდენ ხანს შეიძლება ენდროთი შეღებილი კვერცხის შენახვა

ხშირად ხდება განსჯის საგანი, თუ რამდენ ხანს არის შესაძლებელი სააღდგომოდ მოხარშული კვერცხის შენახვა და შესაბამისად, მისი საჭმელად გამოყენება. აღმოჩნდა, რომ მოხარშული კვერცხის შენახვა, 1 კვირის განმავლობაშია რეკომენდებული.

გავრცელებული მოსაზრება, რომ სააღდგომოდ ენდროთი შეღებილი კვერცხი 2 ან მეტ კვირას ინახავს თავს, სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც კვების ტექნოლოგები ამბობენ, ენდროთი შეღებილი კვერცხიც იმდენ ხანს ინარჩუნებს ვარგისიანობას, როგორც ჩვეულებრივი.

იმისთვის, რომ კვერცხი ერთ კვირაზე ადრე არ გაგიფუჭდეთ, ცივ და მშრალ ადგილას შეინახეთ.

myquiz