კოკა-კოლას ქილებში ადამიანის ფეკალიები აღმოაჩინეს | Allnews.Ge

კოკა-კოლას ქილებში ადამიანის ფეკალიები აღმოაჩინეს

ირლანდიაში, კოკა-კოლას ერთ-ერთი საწარმოდან გამოშვებულ ქილებში, ადამიანის ფეკალიები აღმოაჩინეს.

კოკა-კოლამ პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდა. ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამმართველოში დაადასტურეს, რომ ლისბერნში მდებარე საწარმოს მიერ გამოშვებული კოკა-კოლის შემცველობაში, ადამიანის ფეკალიების ფაქტის გამოსაკვლევად, გამოძიება უკვე დაიწყო.

გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ყველა დაბინძურებული ქილა უკვე ამოიღო. კომპანიის მტკიცებით პრობლემა არ შეხებია პროდუქციის იმ ნაკადს, რომელიც ამჟამად გასაყიდადაა გატანილი.

როგორც ცნობილია, კოკა-კოლის ქილები საწარმოში სახურავის გარეშე შევიდა, რომ შემდეგ გამაგრილებელი სასმელით შევსებულიყო, დაბეჭდილიყო და გასაყიდად გასულიყო.

გამოძიება, ჯერ ადრეულ სტადიაზეა, ამიტომ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. კოკა-კოლაში აცხადებენ, რომ პროდუქტის ხარისხსა და უსაფრთხოების ზომებს დიდი ყურადღებით ეპყრობიან.

myquiz