ტაილანდში ვეფხვების აქამდე უცნობი პოპულაცია აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ტაილანდში ვეფხვების აქამდე უცნობი პოპულაცია აღმოაჩინეს

ვეფხვების ეს მცირე ჯგუფი პარკში დამონტაჟებულმა კამერებმა აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ამ მცირე პოპულაციაში სულ მცირე 6 ბოკვერი ჰყავთ.

ბრაკონიერობისა და განსახლების არეალის შემცირების გამო, პოპულაციის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ამ აღმოჩენამდე, ინდოჩინური ვეფხვების მხოლოდ ერთი პოპულაცია იყო ცნობილი, რომელიც ტაილანდის ეროვნულ პარკში ბინადრობდა. მიზეზი იმისა, რომ ვეფხევების ეს სახეობა კონკრეტულად ტაილანდში გადარჩა, შესაძლოა, ქვეყნის ანტიბრაკონიერული პოლიტიკისა და ცხოველთა დამცველების აქტიურობაში ვეძებოთ.

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღმოჩენას საოცარი უკვე უწოდეს. ტაილანდის ეროვნული პარკის დირექტორის განმარტებით, ამ ტერიტორიაზე ბრაკონიერების წინააღმდეგ მიმართული ზომების და კანონის გამკაცრებამ გადამწყვეტი როლი ითამაშო ცხოველთა ამ სახეობის გადარჩენასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში.

მიუხედავად ამისა, ეროვნული პარკის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კარგად შეიარაღებული ბრაკონიერები საფრთხეს კვლავ წარმოადგენენ, ამიტომ ცხოველების დამცველებს მოდუნების უფლება არ აქვთ.

ცნობილია, რომ ვეფხვების რაოდენობამ 100 წლის განმავლობაში 100 ათასიდან 3900-მდე იკლო.

myquiz