სოციალური მედია მენეჯერის ვაკანსია 10 000 დოლარიანი ხელფასით | Allnews.Ge

სოციალური მედია მენეჯერის ვაკანსია 10 000 დოლარიანი ხელფასით

ძვირადღირებული დასვენების მოწყობის სერვისი Thirdhome "ამბის მთხრობელს" ეძებს - თანამშრომელს, რომელიც სერვისის ეგზოტიკური საკუთრების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში განათავსებს. სამსახურს Thirdhome-მა "დედამიწაზე საუკეთესო სამსახური" უკვე უწოდა.

სხვა შეფასების მიცემა მართალაც რთულია, როდესაც იგებ, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული სამ-თვიანი სამსახურისთვის 30 ათას დოლარს გადაგიხდიან და მგზავრობის ყველა ხარჯს დაფარავენ. რას ითხოვენ სანაცვლოდ ? - კომპანიის ნუსხაში მითითებულ 12 ყველაზე გლამულურ ადგილზე მგზავრობას და საკუთარი შთაბეჭდილებების სოციალურ ქსელში განთავსებას, ტექსტის, ვიდეოსა და ფოტოს სახით.

მთავარი უნარები, რომლებსაც უნდა ფლობდეთ: გარდა იმისა, რომ ამბის კარგი მთხრობელი უნდა იყოთ, აუცილებელია "ფუფუნების საკითხებში" კარგად ერკვეოდეთ, 18 წლის ზემოთ იყოთ და "სტუმართმოყვარეობის" ინდუსტრიას იცნობდეთ. რა თქმა უნდა, ვალიდური პასპორტის მფლობელიც უნდა იყოთ. სამსახურში შინაური ცხოველები არ დაიშვებიან.

საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურების 10-ეული

თუ ფიქრობთ რატომ არ აიყვანა, კომპანიამ ბლოგერი ან სოციალური მედია მენეჯერი, რომელიც ამ პოზიციის შესაფერისი იქნებოდა, სანაცვლოდ კი ვაკანსია საჯაროდ გამოქვეყნა, მინდა გითხრათ, რომ ეს მიმართულია არა მხოლოდ თანამშრომლის მოძიებისკენ, არამედ მნიშვნელოვან მარკეტინგულ გათვლასაც წარმოადგენს.

myquiz