სკოლის მოსწავლემ ნასას შცდომაზე მიუთითა | Allnews.Ge

სკოლის მოსწავლემ ნასას შცდომაზე მიუთითა

მას შემდეგ, რაც ტიმ პიკი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში დასახლდა, ნასამ და სკოლებში კვლევის არაკომერციულმა ინსტიტუტმა მოსწავლეებისთვის კოსმოსური სადგურის მონაცემთა ბაზა გხსნეს. მოსწავლეებს ბაზაში დაცულ მონაცემებზე დაკვირვებისა და ექსპერიმენტების ჩატრების შესაძლებლობა მიეცათ.

ამის შედეგად, ერთ-ერთმა მოსწავლემ ნასას შეცდომაზე მიუთითა. საშუალო სკოლის 17 წლის ბრიტანელი მოსწავლე მაილს სოლომენი ფიზიკის მორიგ გაკვეთის ესწრებოდა და ამავდროულად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე გამოსხივების დონის ცვლილებას აკვირდებოდა. მან მონაცემთა ბაზაში უარყოფითი ნიშნული შენიშნა.

"პირველ რიგში რაც გავიფიქრე - არ შეიძლება უარყოფითი ენერგია გვქონდეს. გაანალიზების პროცესში მივხვდით, რომ შეცდომა იყო, ასე რომ ნასას მივწერეთ", - განმარტა სოლომენმა "ბიბისი"-სთან საუბარში: "ახლაც კი საოცრად ჟღერს - ნასას მივწერე"

სოლომენმა აღნიშნა, რომ დეტექტორი იმ მომენტში, როდესაც გამოსხივება არ ფიქსირდებოდა, ნულის ნაცვლად უარყოფით ნიშნულს აფიქსირებდა. ნასა აღნიშნულ პრობლემას იცნობდა, თუმცა ფიქრობდა, რომ ცდომილება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ფიქსირდებოდა, სოლომენის შეტყობინებამ კი ცხადჰყო, რომ შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ფიქსირდებოდა.

"ძალიან მაგარია, ნასას მივწერე და მათ ჩემს მითითებებს გადახედეს"

myquiz