მეცნიერები ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც ბრეკეტებს ჩაანაცვლებს | Allnews.Ge

მეცნიერები ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც ბრეკეტებს ჩაანაცვლებს

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თანამედროვე სტომატოლოგიაში პირის ღრუს მოვლისთვის ყველაფერი გამოიგონეს, თუმცა, მეცნიერები მაინც არ ნებდებიან. მაგალითისთვის, MedicalXpress-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი სისტემის კლინიკური ცდა მიმდინარეობს, რომელმაც მომავალში ბრეკეტები უნდა ჩაანაცვლოს.

ამასთანავე, ახალი "სისტემის" ტარება მთელი დღის განმავლობაში არ იქნება საჭირო. მისი მთავარი კომპონენტი კი ჰაერი იქნება. სისტემის შექმნაზე ალაბამის უნივერსიტეტის მკვლევარები მუშაობენ.

კბილების წყობის, ყბის ფორმისა და სხვა მსგავსი მონაცემების აღრიცხვის შემდეგ, მზადდება ინდივიდუალური სისტემა, რომელიც პაციენტის კბილების კონტურს სრულად იმეორებს. როგორც უკვე ითქვა, სისტემის მთავარი კომპონენტი ჰაერია, სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, რომელიც მუშაობის პრინციპით პომპას ჰგავს, სისტემაში დროთა განმავლობაში, ჰაერის ნაკადი შევა, რომელიც კბილებს საჭირო მიმართულებით გადააადგილებს.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, მოწყობილობა პაციენტმა 15 თვის განმავლობაში, დღეში 10 საათი უნდა ატაროს. ამჟამად ცდაში მონაწილეობის მსურველთა ჩაწერა მიმდინარეობს.

myquiz