2050 წლისთვის ისლამი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგია გახდება | Allnews.Ge

2050 წლისთვის ისლამი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგია გახდება

ისლამი ყველაზე მზარდი რელიგიაა და არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.

კვლევების თანახმად, 2050 წლისთვის, ევროპაში მუსლიმების რაოდენობა 10%-ს გაუტოლდება. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ 2010-დან 2050 წლამდე, მუსლიმების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, 73%-ით, ქრისტიანების რაოდენობა 35%-ით, ინდუიზმის მიმდევრებისა კი 34%-ით გაიზრდება.

ისლამის მიმდივრების მზარდი რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ მუსლიმ ქალს გაცილებით მეტი შვილი ჰყავთ. შესაბამისად, 2050 წლისთვის, ისლამი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგია გახდება. მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 2010 წლისთვის პირველ ადგილს ინდონეზია იკავებდა, თუმცა, 2050 წლისთვის ყველაზე მეტი მუსლიმი ინდოეთში იცხოვრებს. ამ პერიოდისთვის, მსოფლიოში ყოველი 50 ადამიანიდან 1 მუსლიმი იქნება.

დროთა განმავლობაში, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ქრისტიანთა რაოდენობა 50%-ზე ნაკლები იქნება. 10-დან 4 ქრისტიანი კი სუბსაჰარულ აფრიკაში იცხოვრებს.

myquiz