პრეზიდენტის ქმარი - რით განსხვავდება პირველი ჯენტელმენი პირველი ლედისგან | Allnews.Ge

პრეზიდენტის ქმარი - რით განსხვავდება პირველი ჯენტელმენი პირველი ლედისგან

როდესაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა, არაერთი დისკუსია დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა მიემართათ ბილ კლინტონისთვის მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხევაში. მაგრამ, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამ საკითხმა აქტუალობა ცოტახნით დაკარგა.

უამრავ სხვა ქვეყანაში ეს პრობლემა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს: ქალი პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების მეუღლეებს "პირველ ჯენტელმენებს" უწოდებენ. ვინ არიან ისინი და რითი განსხვავდება მათი როლი მსოფლიო ლიდერების ცოლების მდგომარეობისგან?

რას საქმიანობდა მაკა ჩიჩუა სანამ პირველი ლედი გახდებოდა

უკანასკნელი 50 წლის მანძილზე, ქალები პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოზიციას 59 ქვეყანაში იკავებდნენ. პირველი ქალი პრემიერი სირიმავო რატვატე დიას ბანდარანაიკე გახდა (შრი-ლანკაში, 1960 წელი), პირველი ქალი პრეზიდენტი კი - ისაბელ პერონი (არგენტინა, 1974 წელი). ამჟამად მსოფლიოში 15 მოქმედი ქალი პრემიერი და პრეზიდენტია, მათ შორის შვეიცარიაში, ხორვატიაში, ბანგლადეშსა და ჩილეში, მათგან მხოლოდ ათია დაქორწინებული.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი უკვე 40 წელია საინვესტიციო ბანკირზე ფილიპ მეიზეა დაქორწინებული, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მეუღლე კვანტური ქიმიკოსი იოაჰიმ ზაუერია, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ერნა სულბერგის - სინდრე ფინესი, რომელიც მრეწველობის სფეროში მუშაობს და სულბერგთან ერთად ორ ბავშვს ზრდის.

ზოგიერთი ქვეყნის პირველ პირს არ ჰყავს ოფიციალური მეუღლე, როგორც ეს საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შემთხვევაში იყო. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ავსტრალიის ყოფილი პრემიერი ჯულია გილარდიც, რომელიც თანამდებობის დაკავების მომენტისთვის, უკვე 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდა სტილისტ ტიმ მეტისონთან ურთიერთობაში. მართალია, ის აღიარებდა, რომ ავსტრალიაში ამ საკითხს უფრო თავისუფლად უყურებენ და მას, ქორწინებაში არ მყოფს, აშშ-ში მსგავსი თანამდებობის დაკავება გაუჭირდებოდა.

ქვეყნის პირველი ქალბატონები, რომლებმაც მეუღლეები დაჩრდილეს

ასეთ მაღალ თანამდებობას განქორწინებული ქალებიც იკავებდნენ და ისეთებიც, რომლებიც არასდროს ყოფილან ქორწინებაში. მაგალითად, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ან სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე.

ხდება ისეც, რომ ქალ პრემიერს არა პირველი ჯენტელმენი, არამედ პირველი ლედი ჰყავს: 2010 წელს, როგორც კი ისლანდიაში ერთსქესიანი ქორწინება დაუშვეს, საკუთარ პარტნიორთან ურთიერთობა დააკანონა იოჰანა სიგურდარდოტირმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უკვე ოთხი წლის მანძილზე იკავებდა.

რით განსხვავდება პირველი ჯენტელმენი პირველი ლედისგან?

არაფრით. მათ ბუნდოვანი ვალდებულებები აქვთ. პირველი ჯენტელმენების საჯაროობის დონე პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იცავენ ისინი საკუთარ უფლებას ჰქონდეთ პირადი სივრცე. მაგალითად, ნორვეგიის პრემიერის მეუღლე სინდრე ფინესი ამბობს, რომ მოწონს საკუთარი ამპლუა და ხშირად ესაუბრება პრესას. ფინესი ყვება, თუ როგორია იყო ერთადერთი მამაკაცი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ლიდერთა მეუღლეების კამპანიაში და როგორ გაატარა მთელი დღე მიშელ ობამასთან, როდესაც მისი მეუღლე ერნა სულბერგი ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა. ყოველ საღამოს ვახშამს ნორვეგიის პრემიერსა და მათ ორ შვილს, სწორედ პირველი ჯენტელმენი, სინდრე ფინესი ამზადებს.

სრულიად საპირისპირო შეიძლება ითქვას ანგელა მერკელის მეუღლე იოაჰიმ ზაურზე. ანგელა მერკელის კანცლერის თანამდებობასზე დანიშვნის დღიდან, ზაუერი, რომელიც ჰუმბოლდტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია, ღიად გამოხატავდა გულგრილობას პირველი ჯენტელმენის წოდებისადმი და მასთან დაკავშირებულ ოფიციოზთან. მერკელის პირველ ინაუგურაციაზე ის არ მოვიდა და ტრანსლაციას ლაბორატორიიდან, ტელევიზიით უყურებდა. ზაუერი მკაცრად იცავს საკუთარ პირად სივრცეს.

"მე არაფერს ვიტყვი მიკროფონთან", - განუცხადა მან 2005 წელს ერთ-ერთ ჟურნალისტს. უკვე 12 წელია ის თავისი პრინციპის ერთგული რჩება და პრესასთან საუბარზე კატეგორიულ უარს აცხადებს, თუკი ეს მის პროფესიულ საქმიანობას არ ეხება.

არის თუ არა ამ ტერმინში სექსიზმი?

გარკვეულწილად ეს წოდება შეიძლება სექსისტურად ჩაითვალოს - ეს ეხება როგორც პირველ ლედის, ასევე პირველ ჯენტელმენს. მაგრამ მამაკაცებს საზოგადოება და მედია უფრო ნაკლებ მოთხოვნას უყუნებს და ნაკლებ ყურადღებას უთმობს. მათ იშვიათად აკრიტიკებენ ჩაცმულობის, კარიერის გაგრძელების ან ცოლის გვერდით არყოფნის გამო. და რა თქმა უნდა, არავის მოუვა აზრად ჩაატაროს პირველი ჯენტელმენების სექსუალურობის რეიტინგი, როგორც ეს პირველი ქალბატონების შემთხვევაში რეგულარულად ხდება.

myquiz