ბრაზილიის პრეზიდენტმა რეზიდენცია მოჩვენებების გამო დატოვა | Allnews.Ge

ბრაზილიის პრეზიდენტმა რეზიდენცია მოჩვენებების გამო დატოვა

ბრაზილიის პირველმა პირმა, მიშელ ტემერმა პრეზიდენტის რეზიდენცია მოჩვენებების გამო დატოვა. ტემერმა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას დილმა რუსეფის იმპიჩმენტის მომენტიდან იკავებს, ადგილობრივ გამომცემლობას განუცხადა, რომ ის და მისი ოჯახი "განთიადის სასახლეს" ტოვებენ, რადგან მიიჩნევენ რომ ის საშინელია.

ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი ლედი კვლავ ვიცე-პრეზიდენტის სასახლეში გადადიან, სადაც თავის 7 წლის შვილთან ერთად, 2011 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ.

"რაღაც უცნაურს ვგრძნობ ამ სასახლეში.

აქ გადმოსვლის პირველივე დღიდან ძილი დავკარგე, კარგია ენერგია არ ტრიალებს",- განაცხადა ტემერმა. "ჩემი მეუღლეც იმავეს განიცდის, ვფიქრობ მხოლოდ ჩემს ვაჟს მოსწონს ეს სასახლე".

პრეზიდენტმა იხუმრა, რომ მათ იმაზე ფიქრიც კი დაიწყეს რომ პრეზიდენტის სასახლეში მოჩვენება სახლობდა.

myquiz