ლუქსემბურგში მინიმალური ხელფასი 1 999 ევროა | Allnews.Ge

ლუქსემბურგში მინიმალური ხელფასი 1 999 ევროა

2017 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის 22 ქვეყანაში მინიმალური ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა.

ევროკავშირის ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შესახებ მონაცემები Eurostat-მა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ლუქსემბურგშია.

Eurostat-ის მონაცემებით, ლუქსემბურგში მინიმალური ხელფასი 1 999 ევროა, რომელსაც მოსდევს ირლანდია - 1 563 ევრო, ნიდერლანდები - 1 552 ევრო, ბელგია - 1 532 ევრო და გერმანია - 1 498 ევრო.

ევროკავშირის 22 ქვეყნიდან ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ჩეხეთშია - თვეში 407 ევრო. შედარებით მაღალია უნგრეთში - 412 ევრო, ხორვატიაში - 433 ევრო, სლოვაკეთში - 435 ევრო, პოლონეთში - 453 ევრო და ესტონეთში - 470 ევრო.

2008 წელთან შედარებით, ყოველთვიური მინიმალური ხელფასი ყველაზე მეტად გაიზარდა ბულგარეთში - 109%-ით. ერთადაერთი ქვეყანა, სადაც მინიმალური ხელფასი შემცირდა 2008 წელის შემდეგ საბერძნეთია -14%.

"ევროსტატის" მონაცემებით, ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, ფინეთში, შვედეთსა და კვიპროსში მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ არის.

წყარო: BPN.GE

myquiz