უინსტონ ჩერჩილის საიდუმლო მასალები: "მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?" | Allnews.Ge

უინსტონ ჩერჩილის საიდუმლო მასალები: "მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?"

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე, უინსტონ ჩერჩილის სახელობის ეროვნულ მუზეუმის საცავში, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი-პრემიერ მინისტრის 11 გვერდიანი ჩანაწერი აღმოაჩინეს. ნამუშევარი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მეთაური სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობას არ გამორიცხავს და ამ საკითხზე წერილობით მსჯელობით.

1939 წლით დათარიღებულ ესეს, "მარტონი ვართ თუ არა სამყაროში?", გამოქვეყნება ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე გადადო, 1950 წელს მასში მცირე ჩასწორებები შეიტანა, თუმცა მისი გამოქვეყნება მაინც ვერ მოხერხდა. ამერიკის ქალაქ ფულტონში მდებარე მუზეიმის თანამშრომლები აღნიშნული დოკუმენტის აღმოჩენამ არანაკლებ გააოცა. მუზეუმის ახლადდანიშნულმა დირექტორმა ჩანაწერის ასლი ისრაელელ ასტროფიზიკოს მარიო ლივიოს გადასცა, რომელმაც ჩერჩილის შენიშვნები თავის სტატიაში გამოიყენა.

"ამ ესეს გამოქვეყნება არაჩვეულებრივი იქნებოდა, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტის ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სულ მასე, ის შესაძლოა, საყოველთაო საკუთრება გახდეს"- აღნიშნა ასტროფიზიკოსმა "ბიბისი"-სთან საუბარში.

პრემიერ-მინისტრობის განმავლობაში, ჩერჩილი სამეცნიერო კვლევების მიმართ გაცხოველებულ ინტერესს იჩენდა.

ის გახდა ბრიტანეთის მთავრობის პირველი მეთაური, რომელსაც მეცნიერების საკითხებში მრჩეველი ჰყავდა. გარდა ამისა, ჩერჩილმა ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისა და ლაბორატორიების მშენებლობისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდან გამოყო.

ფულტონში განმარტავენ, რომ უინსტონ ჩერჩილის ესე მუზეუმის კოლექციაში 1980-იან წლებში მოხვდა, თუმცა ის შესაბამისად არ დაარქივეს.

ჩერჩილი თავის ნამუშევარში უცხოპლანეტური ცხოვრების ისეთ ადგილებს ასახელებს, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის კვლევების აღმოჩენად ითვლება

"ერთხელ და თანაც არც თუ ისე შორეულ მომავალში, მოგზაურობა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მთვარემდე, არამედ ვენერამდე და მარსამდე"- აღნიშნავდა ჩერჩილი.

სწორედ ვენერას ასახელებს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი უცხოპლანეტური ცხოვრების სავარაუდო კერად. თუმცა, დღეს მეცნიერები მსავს ადგილებად უფრო მეტად იუპიტერსა და სატურნს მოიაზრებენ და ჩერჩილის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას ვერ დაეთანხმებოდნენ.

myquiz