80 წლის შემდეგ სექსუალური ცხოვრება უმჯობესდება | Allnews.Ge

80 წლის შემდეგ სექსუალური ცხოვრება უმჯობესდება

80 წლის ზემოთ ადამიანთა სექსუალური ცხოვრება უმჯობესდება - აღნიშნულ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ. ანალიტიკურ ცენტრ International Longevity Centre UK-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 80 წელს გადაცილებული ადამიანები საკუთარი ინტიმური ცხოვრებით ხშირ შემთხვევაში უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე 50-79 ასაკობრივ კატეგორიას მიკუთვნებული პირები.

როგორია "ნორმალური სქესობრივი ცხოვრება"

მკვლევარებმა 50-დან 90 წლამდე 7 ათასი დაქორწინებული წყვილი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ასაკის ადამიანებს გაცილებით იშვიათად აქვთ ერთმანეთთან სექსუალური კონტაქტი, გაცილებით მეტ კმაყოფილებას განიცდიან. მკვლევართა განმარტებით, ამ ასაკში ადამიანთა უმეტესობა საკუთარ პარტნიორთან სექსუალური ცხოვრების ვალდებულებისგან გათავისუფლებულია.

 ადამიანები ამ ასაკში ნაკლებად აფიქსირებენ, რომ მათი პარტნიორის მიმართ სექსუალურ ლტოლვას არ განიცდიან.

კიდევ ერთი კრიტერიუმი, სადაც 80 წელს გადაცილებულმა წყვილებმა მათზე უმცროსებს აჯობეს პარტნიორთან ემოციური სიახლოვეა. ამ ასაკის პარტნიორები ერთმანეთის გაცილებით უკეთ გაცნობას ახერხებენ, რაც მათ კიდევ უფრო დაახლოებას უწყობს ხელს და სექსუალურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

მკვლევარების თქმით, ჩვენს საუკუნეშიც კი არსებობს სტერეოტიპი, რომ 60 წელს ზემოთ ადამიანი სექსუალურად აქტიური აღარ არის. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, პარტნიორებს სექსუალური ცხოვრების შენარჩუნება 80 წლის ზემოთაც შეუძლიათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მკვლევართა თქმით, საიდუმლო, ცხოვრების ჯანმრთელ წესშია, თუმცა მამაკაცების უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ სექსუალური პრობლემები უფრო მეტად ასაკს უკავშირდება და არა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაუცველობას.

myquiz