10 მითი ჩვენი ორგანიზმის შესახებ | Allnews.Ge

10 მითი ჩვენი ორგანიზმის შესახებ

ჩვენ გარშემო ყოველდღიურად უამრავი ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ მაინც ყველას სჯერა და თავის რწმენას სხვებსაც უზიარებს.

ასეთი ინფორმაცია ადამიანის ორგანიზმის შესახებაც უამრავია და აქ ჩამოთვლილმა მითებმა და რეალობამ კი, შესაძლოა, თქვენი წარმოდგენა შეცვალოს.

1. მითია, რომ ადამიანი ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს, რადგან თავის ტვინის ქერქი, 100%-იან შესაძლებლობებს მაშინაც კი იყენებს, როდესაც გვძინავს.

2. მითია, რომ ტვინის უჯრედები ზრდას წყვეტს, როდესაც ზრდასრულ ასაკს მივაღწევთ, რადგან ნეირონები მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლებიან.

3. მითია, რომ მხედველობა დაგაკლდებათ, თუ სიბნელეში მონიტორზე კითხულობთ, რადგან ამ დროს თვალები გეღლებათ, თუმცა თუ დაასვენებთ, მდგომარეობა ადვილად გამოსწორდება.

4. მითია, რომ თმის გაყოფილი ბოლოების აღდგენა შამპუნით ან კონდიციონერითაა შესაძლებელი, რადგან მათგან განთავისუფლების ერთადერთი საშუალება მათი მოჭრაა.

5. მითია, რომ ადამიანს მხოლო 5 გრძნობა აქვს, რადგან ჩვენ, დაახლოებით, 21 გრძნობა გვაქვს, მათ შორის ბალანსისა და ტემპერატურის შეგრძნება.

6. მითია, რომ ავად, შესაძლოა, ცივი ამინდის გამო გავხდეთ, რადგან ვირუსი სიცივეში გასვლის გამო არ გვხვდება.

7. მითია, რომ გული ცემას წყვეტს, როდესაც ვაცემინებთ, რადგან მისი რიტმი, ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ იცვლება და არასდროს ჩერდება.

8. მითია, რომ ალკოჰოლურ სასმელებს ორგანიზმის გათბობა შეუძლია, ისინი უბრალოდ სისხლძარღვებს აფართოებენ და ამიტომ გვგონია, რომ გავთბით.

9. მითია, რომ ოფლის გამოყოფა ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს, რადგან საოფლე ჯირკვლები ორგანიზმს უბრალოდ აგრილებს.

10. მითია, რომ ჯანმრთელი კბილები აუცილებლად უნაკლოდ ბრწყინვალე უნდა იყოს, რადგან კბილების ნატურალური ფერი ოდნავ მოყვითალოა.

myquiz