ფალსიფიცირებული ღვინის ამოცნობის ხერხები | Allnews.Ge

ფალსიფიცირებული ღვინის ამოცნობის ხერხები

ქართული მეღვინეობა ათწლეულებია ფალსიფიკაციის პრობლემის წინაშე დგას და ეს, პირველ ყოვლისა, ქართული ღვინისა და, ზოგადად, მეღვინეობის პრესტიჟს ვნებს. გარდა ამისა, ფალსიფიკატორები მომხმარებლის გემოვნების დეგრადაციასაც "უწყობენ ხელს" - დღეს ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც სრულიად გულრწფელად ამბობენ, რომ ნატურალურ ღვინოს გემოთი ე.წ. გაკეთებული ღვინო ურჩევნიათ და პირადი მოხმარების დროსაც უპირატესობას ფალსიფიცირებულ სასმელს ანიჭებენ.

1998 წლის 12 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში" ზუსტად და ლაკონურადაა განმარტებული თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ღვინო ფალსიფიცირებულად და რა შემთხვევაში უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ბერკეტებისა და მექანიზმების ამოქმედება. ამ კანონმა შემდეგ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. საბოლოო რედაქციის მიხედვით: "ფალსიფიცირებულად ჩაითვლება ღვინოპროდუქცია, თუ:

ა) მას დამატებული აქვს ისეთი ნივთიერება, რომელიც არ არის დაშვებული კანონით ან/და ნებადართული ტექნიკური რეგლამენტით, ან პირდაპირ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით; ბ) მისი წარმოების პროცესში გამოყენებულია დამუშავების ისეთი მეთოდი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით;

გ) მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით მის ეტიკეტზე ან თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელება და სასაქონლო ნიშანი გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

"ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონის ერთ-ერთი მიზანი ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვაა. მიუხედავად იმისა, რომ გამყალბლებლების მიმართ კანონი ერთმნიშვნელოვნად მკაცრია, თითო-ოროლა შემთხვევის გარდა, ფაქტობრივად ვერავინ გაიხსენებს გამყალბებლების მასობრივად გამოვლენის შემთხვევებს. განსაკუთრებით კი ჩვენი საუკუნის დასაწყისში, როდესაც ღვინის ფალსიფიკაციამ განსაკუთრებულად დიდ მასშტაბებს მიაღწია.

ფალსიფიკაციას პირველ რიგში მოხმარებლები, კონკრეტულად კი მომხმარებელთა ნაკლებინფორმაციულობა უწყობს ხელს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეკონომიკური მხარეც. განგრძეთ კითხვა

myquiz