რას ნიშნავს ღვინის დაავადება "თაგვი" | Allnews.Ge

რას ნიშნავს ღვინის დაავადება "თაგვი"

ალბათ, არ არსებობს იმაზე რთული და უსიამოვნო ღვინის დაავადება, ვიდრე ე.წ. თაგვის გემონაკრავია.

ქიმიის ენაზე თაგვის გემონაკრავი შემდეგნაირად ჟღერს: 2-აცეტილ ტეტრაჰიდროპირიდინი, რომელსაც ახასიათებენ, როგორც თაგვის ექსკრემენტის სუნს.

ძირითადი გამომწვევი მიკრო-ორგანიზმია, რძემჟავა ბაქტერია (L. Hilgardii, L. Brevis, L. Cellobiosus).

დაავადება მიკრობიოლოგიური ხასიათისაა და ძირითადად ჰიგიენის ნაკლებობის გამო ჩნდება. ღვინოში ამ დეფექტის არსებობა კარგად შეიგრძნობა ყნოსვით, აორთქლებისას და განსაკუთრებით მძაფრია დეგუსტაციის ბოლოს.

თაგვის გემონაკრავის წარმოსაქმნელად აუცილებელი ინგრედიენტია ალკოჰოლი, ამიტომ ღვინოში ეს ტონი ალკოჰოლური დუღილის ბოლოს ვითარდება. იმავე მიზეზის გამო, დაავადება ხშირად გვხვდება შემაგრებულ ღვინოში, რომელიც ჩვეულებრივ, ღვინოსთან შედარებით მეტ ალკოჰოლს შეიცავს. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz