ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სასქესო ორგანო აქვს | Allnews.Ge

ადამიანი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სასქესო ორგანო აქვს

54 წლის რობერტო კაბრერას მსოფლიოში ყველაზე დიდი სასქესო ორგანო აქვს. კაბრერას ინფორმაციით, მისი პენისი 50 სმ–ია . "20 წლის რომ ვიყავი, ის უკვე 30 სმ–ზე გრძელი იყო. შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგაც ზრდა გრძელდებოდა."

მიუხედავად იმისა, რომ რობერტოს გენიტალია ბუნებრივად იზრდება, ის უარს ამბობს სახვევების მოხსნაზე, რაც ხელს უშლის გადაადგილებაში.

კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა, გარკვეული სახის ზრდა. რადიოლოგი პაბლო გილმურო, აცხადებს რომ კაბრერას შემთხვევა უნიკალურია და მსგავსი პაციენტი არასდროს უნახავს. "ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ თავად პენისი 16–18 სმ–ია, მაგრამ დანარჩენი მასა ზედაპირული კანია. შინაგანი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ რამდენიმე ადგილას ანთებითი პროცესი მიმდინარეობს."

მუროს განცხადებით, კაბრერამ საკუთარ ფსიქოლოგს გაუმხილა, რომ ადრეულ ასაკში სასქესო ორგანოს გაზრდის მიზნით, სიმძიმეების ჩამოკიდებით, ზეწოლას ახორციელებდა პენისზე. თუმცა, თავად პაციენტი ამ ფაქტს უარყოფს. მისი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ეჭვქვეშ აყენებს პენისის ზრდის ბუნებრივ გარემოებებს.

ფსიქიატრმა დავიდ გონსალესმა მისი ტვინის გამოკვლევის შედეგად, აღმოაჩინა მარჯვენა საფეთქლის არეში, გარკვეული ცვლილებები. თავის ამ ნაწილში ცვილებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის პიროვნული ცვლილება და გახადოს ის ეგოცენტრული, პარანოიკი და გამოვლინდეს საკუთარი თავის, ფიზიკური დასახიჩრებისკენ მიდრეკილება.

გონსალესმა ეს დაადასტურა. "ასეთ შეთხვევაში ადამიანებს უჩნდებათ ეგზოტიკური, არაჩვეულებრივი იდეები. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ რელიგიაზე და ხდებიან ძალიან ჯიუტები. მათ შეუძლიათ განახორციელონ უცნაური იდეები. მაგალითად, როგორც ამას აკეთებენ ქალბატონები, მკერდისა და საჯდომის კიდევ უფრო გადიდებით, რომ მათ სხეულზე ცვლილება ბევრად შესამჩნევი იყოს."

მისი განმარტებით, პაციენტი ბედნიერია საკუთარი სასქესო ორგანოს ზომით.

პროფესიონალმა ექიმებმა რობერტოს ურჩიეს, ზომის შემცირება, თუმცა უშედეგოდ, მას ამერიკაში სურს დაბრუნება, სადაც გარკვეული დრო გაატარა.

აღმოჩნდა, რომ კაბრერა, რამდენჯერმე გარყვნილების ბრალდებითაა ნასამართლევია. ერთ–ერთ შემთხვევაში, 1991 წელს, ორ მცირეწლოვან გოგონაზე თავდასხმა ედება ბრალად.

მომზადებულია independent-ის მიხედვით

myquiz