დაზიანებული კბილის აღდგენა პლომბის გარეშე გახდება შესაძლებელი | Allnews.Ge

დაზიანებული კბილის აღდგენა პლომბის გარეშე გახდება შესაძლებელი

კბილი შეიძლება ვაიძულოთ რომ თვითაღდგენას მიმართოს და ამ გზით, თავიდან ავიცილოთ პლომბის გამოყენება და მასთან დაკავშირებული მომაბეზრებელი პროცედურები - აღნიშნულ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ.

ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა გამოარკვია, რომ ქიმიურ ნივთიერება Tideglusib-ს შეუძლია კბილის პულპაში არსებული უჯრედები აიძულოს, გაამთელოს კბილის მცირე ზომის დაზიანებები. აღნიშნული კვლევა თაგვებზე ჩატარდა.

კვლევაში, რომელიც Science Reports-ზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ აღნიშნული მეთოდის საშუალებით, კბილის სრული და ნატურალური აღდგენა ხდება.

კბილებს რეგენერაციის ორგანული შესაძლებლობა აქვს.

ჩვეულებრივ, სტომატოლოგები კარიესს პლომბის გამოყენებით მკურნალობენ. თუმცა, მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. მეცნიერებს სურთ, კბილის რეგენერაციის უნარი იმ დონემდე გაზარდონ, რომ მათ თავად შეძლონ დიდი დაზიანებების გამთელება.

"პრეპარატი Tideglusib-ი ღეროვანი უჯრედების გააქტიურებას უწყობს ხელს, რაც თაგვის კბილში არსებული 0,13 მმ დიამეტრის მქონე დაზიანების გამთელების საშუალებას იძლევა" - განმარტეს მეცნიერებმა.

პრეპარატით გაჟღენთილი ბიოდეგრადირებადი ღრუბელი კბილის ღრმულში თავსდება და ზემოდან დამცავი ფენით იფარება.

ამ დროისთვის, მეცნიერები იკვლევენ შეიძლება თუ არა ანალოგიური მეთოდის გამოყენებით, უფრო დიდი ზომის დაზიანების მკურნალობა.

myquiz