მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცხოველი გადაშენების პირასაა | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცხოველი გადაშენების პირასაა

ჟირაფები გადაშენების პირას არიან, თუმცა, სანამ ისინი დოკუმენტურ ფილმებსა და ზოოპარკებში ჩნდებიან აღნიშნული პრობლემის მასშტაბურობას სერიოზულად ვერც მოსახლეობა და ვერც გარემოსდამცველები აღიქვამენ. მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცხოველის რაოდენობა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში 40%-ით შემცირდა, ამის მიზეზი კი უკანონო ნადირობა და ბინადრობის არეალის შემცირებაა.

გადაშენების საფრთხის პირას მყოფი, სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ბინადარი, წითელი წიგნის თანახმად, ამჟამად ცხოველთა მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნება. ადამიანთა მზარდი პოპულაცია და მათ მიერ წარმოებული სასოფლო სამეურნეო საქმიანობა ჟირაფის ბინადრობის არეალს სულ უფრო მეტად ამცირებს.

15 ნაკრძალი ერთ ქვეყანაში - საქართველოს დაცული ტერიტორიები ათეულობით ცხოველისა და მცენარის ჯიშს ინახავს

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე აფრიკის რუხი თუთიყუშიცაა, რომელსაც ადამიანის საუბრისთვის გამოჯავრების უნარის გამო გამუდმებით იჭერენ და ყიდიან.

ამ დროისთვის, წითელი წიგნის განახლებულ ვერსიაში ფრინველთა სამყაროს 700 ახლადაღმოჩენილი წარმომადგენელს შეხვდებით, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.

21-ე საუკუნის მაუგლი - გოგონა, რომელიც მტაცებელ ცხოველებთან ერთად გაიზარდა

გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, ზოგიერთი ფრინველი შეიძლება იქამდე გადაშენდეს, სანამ მათი აღმოჩენა გახდება შესაძლებელი. მათი თქმით, წითელი წიგნის განახლებული ვერსია ცხადყოფს, რომ ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს წარმომადგენლების გადაშენების პრობლემა იმაზე შემაშფოთებელ მასშტაბებს ატარებს, ვიდრე ეს მოსალოდნელია.

გარემოსდამცველებმა ფლორისა და ფაუნის დაცვის თხოვნით, ყველა ქვეყნის ხელისუფლებას უკვე მიმართეს.

myquiz