მომავალი წლიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მარიხუანას ინჰალატორი გამოჩნდება | Allnews.Ge

მომავალი წლიდან ფარმაცევტულ ბაზარზე მარიხუანას ინჰალატორი გამოჩნდება

მომავალი წლიდან, ისრაელის კომაპნია Teva-მ ფარმაცევტულ ბაზარზე შესაძლოა, სიახლე დანერგოს. კომპანიამ სამედიცინო მარიხუანას ინჰალატორის კომერციალიზაციის შესახებ დადო შეთანხმება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ, ერთი წლის განმავლობაში, Syqe-ის ინჰალატორის რამბაის (ხაიფა) ჰოსპიტალში გამოყენებაზე გასცა ნებართვა. ეს საავადმყოფო მსოფლიოში პირველია, სადაც მარიხუანას პრეპარატს სტანდარტულ თერაპიაში იყენებენ. ისრაელში მარიხუანას უნიშნავენ პაციენტებს სხვადასხვა ხასიათის ტკივილის დროს.

თუ ახლა ასეთი პაციენტების რიცხვი დაახლოებით, 26 000-ია, 2018 წლისთვის მათი რიცხვი გაორმაგდება.

სპეციალისტების განცხადებით, ინჰალატორმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს პაციენტების ცხოვრება.

myquiz