რატომ უნდა ივარჯიშონ ბავშვებმა? | Allnews.Ge

რატომ უნდა ივარჯიშონ ბავშვებმა?

ვარჯიში ბავშვების ჯანმრთელობისთვის საუკეთესო რამაა, რადგან ტვინის ფუნქციონირებას, თვითშეფასებას, მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებას აუმჯობებსებს.

კვლევების თანახმად დადასტურდა, რომ ბავშვებში სტრესის რისკის შესამცირებლად, სასურველია, ისინი ფიზიკური აქტივობით ყოველდღიურად დაკავდნენ. ეს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.

თუ ბავშვებს ვარჯიში არ სურთ, ნუ დააძალებთ.

უკეთესია, ისინი სპორტის რომელიმე სახეობით დავაინტერესოთ, სპორტსმენების შესახებ ვესაუბროთ ან სულაც მათთან ერთად რომელიმე მატჩს ვუყუროთ სტადიონზე.

მნიშვნელოვანია, სკოლებში სპორტის პოპულარიცაზიისთვის შესაბამისი პროგრამა დაინერგოს. როდესაც ბავშვი სპორტული აქტივობითაა დაკავებული, ენერგიას ხარჯავს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, ის ნაკლებად აგრესიულია, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების სურვილი თითქმის არ უჩნდება, რაც მომავალზე მნიშვნელოვნად აისახება.

მომზადებულია Psychology Today-ს მიხედვით.

myquiz