ცხოველთა სამყაროს "ძალოსნები" | Allnews.Ge

ცხოველთა სამყაროს "ძალოსნები"

ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ ცხოველებს მძიმე ტვირთის გადასატანად. ცხოველების სელექციური პრინციპით გამრავლებისას ადამიანებმა ისეთი გიგანტები შექმნეს, როგორიც კლაიდესდალური ცხენია.

სწორედ აქედან დამკვიდრდა ტერმინი ცხენის ძალა, რომელიც შოტლანდიელმა ინჟინერმა ჯეიმს ვატმა, ექსპერიმენტზე დაყრდნობით შემოიტანა. მისი გამოთვლით, ერთ ცხენს 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე, 15 ტონა ტვირთის აწევა ერთი წუთის განმავლობაში შეეძლო.

 

აღმოსავლეთში, აზიური სპილოები ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ადამიანებისა და ტვირთის გადატანად.

გაეროს საწარმოო და სასოფლოსამეურნეო უწყების მონაცემების თანახმად, შრი-ლანკაში სპილოს დღეში 3-4 ტონა გადააქვს.

სპილოს ჩონჩხი მისი მთლიანი წონის 20%-ს შეადგენს, რაც მის აღნაგობას უფრო ამკვრივებს და დამატებითი მძიმე ტვირთის ტარებას უიოლებს.

მაქსიმარული სიმძიმე, რომლის აწევაც სპილოს შეუძლია უცნობია. ამ დროსითვის არსებული მონაცემებით, მას ხორთუმით 300 კილოგრამი ტვირთის აწევა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ აფრიკული სპილოები აზიურებთან შედარებით 1 ტონით მეტს იწონიან.

ცხოველთა სამყაროს კიდევ ერთი უძლიერესი სახეობა მწერებში იმალება.

2010 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აზიურ ჭიანჭველას მაშინ გადაუღეს, როდესაც საკუთარ წონაზე 100-ჯერ მძიმე ტვირთს ეზიდებოდა.

მეცნიერებისთვის "მძლეოსანი" მწერების სხვა ჯგუფიც არის ცნობილი- ხოჭოები.

ხოჭო ჰერკულესი, ხოჭო-მარტორქების ჯგუფს მიეკუთვნება და საკუთარ წონაზე 100-ჯერ მეტი წონის გადატანა შეუძლია.

თუმცა, ამწეობის უნარი ამ შემთხვევაშიც მერყევია და ინდივიდუალურ ამტანობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ხოჭოებიდან ყველაზე ძლიერს, საკუთარ წონაზე 1180-ჯერ მეტი ტვირთის აწევა შეუძლია.

თუმცა, ამ ყველაფრის ახსნა ბიოლოგიურად არის შესაძლებელი. დიდ ცხოველებს ძლიერი კუნთები აქვთ, მაგრამ ენერგიის უდიდეს ნაწილს საკუთარი წონის გადატანაში ხარჯავენ და დამატებითი ტვირთის სატარებლად საკმარისი ენერგია აღარ რჩებათ, მაშინ რდესაც მწერებს საკუთარი სხეულის ასაწევად მინიმალური ენერგია სჭირდებათ.

ამასთანავე, დიდ ცხოველებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევაშიც ბევრი ენერგია ეხარჯებათ.

რაც უფრო მცირე ზომისაა ცოცხალი ორგანიზმი და მარტივი აგებულება აქვს, უფრო მეტ ძალას ზოგავს, რომლის კონცენტრირებაც ტვირთის გადაზიდვაზე შუძლია. ამიტომ ცხოველთა სამყაროს ყველაზე მცირე წარმომადგენლები პირობითად ყველაზე ძლიერებად შეიძლება ჩაითვალონ.

myquiz