ქირურგიული ოპერაცია, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა | Allnews.Ge

ქირურგიული ოპერაცია, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა

ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია 2001 წელს ჩატარდა და 4 დღე გაგრძელდა, უფრო ზუსტად კი, 103 საათს. ექიმების ჯგუფი 20 ადამიანისგან შედგებოდა, რომლებმაც სინგაპურის მთავარ ჰოსპიტალში, განგასა და იამუნას, 11 თვის სიამის ტყუპების განცალკევების პროცედურა ჩაატარეს.

გოგონები თავით იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა, გარდა თავის ქალისა, მათი ტვინიც შერწყმული იყო ერთმანეთთან. ჩვეულებრივ გაყოფის პროცედურას 30 საათი სჭირდება - თუმცა, ექიმებმა სირთულე ოპერაციის პროცესში აღმოაჩინეს.

"როდესაც ჩვენ ვგეგმავდით ოპერაციას, არ ველოდით, რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა" - ამბობს ექიმი კეით გოჰი, რომელიც უძღვებოდა ოპერაციას.

"ოპერაციის მიმდინარეობისას აღმოვაჩინეთ, რომ ორი ტვინი ძალიან მჭიდროდ იყო ერთმანეთთად დაკავშირებული. ჩვენ ინდივიდუალურად უნდა გაგვეყო და გაგვეცალკევებინა თითოეული სისხლძარღვი, რომელიც ორ ტვინს შორის გადიოდა."

ექიმებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, შექმნეს დების ტვინის 3D გამოხასულება, რაზეც ისინი რეპეტიციას გადიოდნენ და ოპერაციისთვის ემზადებოდნენ.

ოპერაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, 7 წლის შემდეგ განგამ მენინგიტი გადაიტანა და გარდაიცვალა. იამუნა კი 15 წლისაა, შეუძლია ლაპარაკი, სიმღერა და სკოლაში სიარული.

myquiz